თეგებით ძიება

ნიკა მელია სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. მასთან ცოტა ხნის წინ შევიდა მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი.

კონდახაშვილის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ამასთან, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა