თეგებით ძიება

ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია - გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებაზე

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამის შესახებ განცხადება ჰოჯესმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ადამიანები, რომლებიც აქედან სარგებელს იღებენ, მხოლოდ კრემლში არიან და არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას გამოავლენს. კრემლი უყურებს“, – წერს ჰოჯესი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა