თეგებით ძიება

რაში სჭირდება შსს-ს ენმ-ს სერვერები - გომელაურის უწყების პასუხი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას დაკავების პარალელურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ამოიღეს გარკვეული სახის ტექნიკა, კერძოდ კი სერვერები.

გომელაურის უწყება არ აკონკრეტებს რა საფუძვლით იქნა ამოღებული ოპოზიციური პარტიის ოფისიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ტექსნიკა. უცნობია, ისიც არსებობდა თუ არა შესაბამისი სასამართლო განჩინება.

შსს-სში აღნიშნავენ, რომ ტექნიკა "მიმდინარე გამოძიების" ფარგლებში იქნა ამოღებული.

უწყებაში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კომპიუტერული ტექნიკის, მათ შორის ნიკა მელიას სამუშაო კომპიუტერის და სხვა კომპიუტერების პროცესორების ამოღების ფაქტს.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა