ვგმობთ ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს - ესტონეთის საგარეო უწყება
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება ძალადობეივ ქმედებებს გმობს. გავრცელებულ განცხადებაში ესტონეთის საგარეო უწყება მხარეებს პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს:
"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივ შტურმს და პოლიტიკური ვითარების გამწვავებას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ და მივმართავთ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავა.
წყარო:newposts.ge