საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს - ლუკ კოფი
„საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს,“ – ასე გამოეხმაურა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი ნიკა მელიას დაკავებას.
„საქართველოში მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება.
ამის ნაცვლად, ის სასტიკად შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში და დააპატიმრა მისი ლიდერი. ეს ქცევა შეუსაბამოა. მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. სიმშვიდეა საჭირო“, - წერს ლუკ კოფი.