„გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან“ - არასამთავრობო ორგანიზაციები
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანებიან და სახელმწიფოს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის,
გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა ამ ქვეყანაში იყოს დარღვეული,
გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და სიტუაციის განმუხტვაში,“ - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა განაცხადა.