"მოვუწოდებ მთავრობას ნუ იქნებიან ასეთები,არ შეიძლება ასე, ჩვენ ხომ ერთი მუჭა ხალხი ვართ, არ გრცხვენიათ?" - ანზორ მელია
ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ დღეს 3 საათზე აუცილებლად მივა კანცელარიასთან, სადაც აქციაა დაგეგმილი.ანზორ მელია ხელისუფლებას მიმართვას და მოუწოდებს მათ "ნუ იქნებიან ასეთები"
"დღეს 3-საათზე კანცელარიასთან აუცილებლად მივალ. ახლა ვეღარ დამიშლის ნიკა, დაპატიმრებულია, მე მოვიხდი ჩემს სამოქალაქო ვალს.მე ძალიან მეამაყება, რომ ნიკას ამდენი მხარდამჭერი ყავს. როგორც 18 წლის ახალგაზრდები იცავდნენ ნიკას, ისე იცავდა მას 81 წლის მოხუციც. მე მიხარია, რომ ნიკამ გააერთიანა ყველა . მოვიდნენ ნიკას მეგბრები და მამხნევებენ, მე გამხნევებული ვარ. არავის ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც საკითხავია, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო, როგორ უყვარს ნიკა ყველას. მე უამრავ ავადმყოფს ვსინჯავ და უნდა ნახოთ, ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, მე მოვუწოდებ მთავრობას ნუ იქნებიან ასეთები.მე მოვუწოდებ მთავრობას ნუ იქნებიან ასეთები. არ შეიძლება ასე, ჩვენ ხომ ერთი მუჭა ხალხი ვართ. უნდა ავაღორძინოთ სახელმწიფო. ნიკამ რა დაუშავა მათ, რომ მილიონების შოვნაში ხელს უშლის? …ბოგდან ხმელიცკის ქუჩაზე რომ იყო ტერორისტი, ამდენი სპეცრაზმი იქ არ ჰყავდათ და ნიკა რა ტერორისტი იყო, ან როგორ დაარბიეს ეს მშვენიერი შენობა არ რცხვენიათ?” – თქვა ანზორ მელიამ.
წყარო:newposts.ge