თეგებით ძიება

ეს არ იყო ქართული პოლიცია, ეს იყო „როსგვარდია“ - ნათელაშვილი ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე

მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოვითხოვ, სასწრაფოდ სანქციები ყველას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ის საპატიმროში ნიკა მელიასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას ადგილზე განუმარტეს, რომ შესასვლელად პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვაა საჭირო.

როგორც ნათელაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა,ნიკა მელია ანტიოსაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.

„ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ რუსეთის ოკუპაციიდან 100 წლის იუბილეზე და საბჭოთა არმიის დაბადების დღის ზეიმზე ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული პარტიის ლიდერი საკუთარ ოფისში დაპატიმრებული იქნებოდა, ეს ოფისი იქნებოდა შტურმით აღებული „როსგვარდიის“ მიერ. ეს არ იყო ქართული პოლიცია, ეს იყო „როსგვარდია“. დღეს ჩვენ დავინახეთ, რეალურად რა უბედურება ტრიალებს ქვეყნის თავზე. ამიტომ მოვითხოვ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც გამოკეტილია იმის გამო, რომ ხმა აიმაღლა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მოითხოვა ოკუპანტების გასვლა საქართველოდან. მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოვითხოვ, სასწრაფოდ სანქციები ყველას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, შს მინისტრს, უშიშრების ხელმძღვანელს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს, კობახიძეებს, ღარიბაშვილს და იმ მოსამართლეებს, რომლებსაც სამშობლოზე წინ საკუთარი ბინძური მანდატები და სტატუსები ურჩევნიათ. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ, სანამ არ დავამთავრებთ ამ ამაზრზენ ანტიეროვნულ რეჟიმს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა