ვაქცინა არ შემოგაქვთ, რომ ხალხი მოკვდეს - თაკო ჩარკვიანი მთავრობას
პარტიის კანონისა და სამართლის ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ მთავრობას ვაქცინა არ შემოაქვს და ეს ტერორიზმის ტოლფასია.
"სამიტინგო სიტყვას არ ვამბობ. მინდა ღარიბაშვილს მივმართო, გუშინ გამოვიდა და ახსენა სიტყვა ტერორისტი. როგორც ჩანს, მას არ ჰყოფნის იმის განათლება, რომ ზუსტად იცოდეს სიტყვის მნიშვნელობა. გეტყვით, ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ, კოვიდის დროს, ვაქცინა არ შემოგაქვთ, რომ ხალხი მოკვდეს," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.