შეწყვიტეთ სანამ დროა! - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორ ის აღნიშნავს, ძალის დემონსტრირება სისუსტის ნიშანია, რომლის შედეგებიც ქვეყნისთვის შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს.
„ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფერი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.