24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
აქტიური მოქმედებებისა და ახალ საქმეებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად შეადგინოთ გრანდიოზული გეგმები - აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას. ეცადეთ ეს დღე მეგობრებთან ურთად გაატაროთ.
კურო
ამ დღეს რაც უფრო ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენთ, მით უკეთესია. ყველაზე უწყინარ სიტუაციაშიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თქვენს შეურაცხყოფას ცდილობს, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ტყუპები
თავი შეიკავეთ საქმის კეთებისგან, რომელიც თუნდაც უმცირეს რისკს შეიცავს. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ ახლობელი ადამიანების კრიტიკას. ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
კირჩხიბი
ეცადეთ კარგად დაგეგმოთ საქმე, რომლის განხორციელება უახლოეს მომავალში მოგიწევთ. დააბული სამუშაო დღის შემდეგ ეცადეთ საღამოს საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანები კულინარიული შეწდევრებით გაანებივროთ ან რესტორანში ოჯახური ვახშამი დაგეგმოთ.
ლომი
როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ამ დღეს უმჯობესია ჯერ იმოქმედოთ და შემდეგ იფიქროთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირველი იმპულსი ყველაზე სწორია, ამიტომ რაც უფრო ბევრს იფიქრებთ, სწორ არჩევანს უფრო დაშორდებით. ნაკლებად უსმინეთ სხვების მოსაზრებებს - თქვენი გადაწყვეტილება საუკეთესოა. პირად ურთიერთობებში სირთულეები არ გელით.
ქალწული
გაუფრთხილდით თქვენს ნერვულ სისტემას. კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას გადაჭარბებულმა ნერვიულობამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ეცადეთ ფული საეჭვო ბიზნესში არ დააბანდოთ და ეკონომიურად ხარჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები.
სასწორი
გირჩევთ ამ დღეს სამსახურში ძალიან არ იაქტიუროთ, რადგან შეიძლება თქვენი ძალისხმევა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. დაფიქრდით, არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. გათავისუფლდით ასამიანებისგან, რომლებიც არ მოგწონთ და გარემოებებისგან, რომლებიც გაბრკოლებთ.
მორიელი
ეს ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და შეხვედრები დაგეგმოთ. სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევთ. შესაძლებლობა გაქვთ, რომ დღე ახალი სამსახური იპოვოთ ან პროფესიული დონე აიმაღლოთ. შესაძლოა ბევრი საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, რომლებიც უნდა განახორციელოთ.
მშვილდოსანი
თქვენი ენერგეტიკული და სასიცოცხლო რესურსები იზრდება. თავს საუკეთესოდ გრძნობთ. შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ ნებისმიერი საქმე და ღონისძიება, რადგან გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. რჩევა, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ძალიან გამოგადგებათ. შეეცადეთ ვალი არ აიღოთ და სესხი არ გასცეთ.
თხის რქა
გირჩევთ ამ დღეს მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ. მაღაზიაში წასვლის წინ გირჩევთ შესაძენი პროდუქტების სია ჩამოწეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი იყიდოთ, რაც იმედგაცრუებულს დაგტოვებთ.
მერწყული
ეცადეთ მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება გამოიჩინოთ. ისწავლეთ არა მხოლოდ გარე, არამედ შინაგანი დაბრკოლებების გადალახვა. წარმატებას მიაღწევთ თუ სიტუაციის სწორად შეფასებას და საკუთარ სიმართლეში სხვა ადამიანების დარწმუნებას შეძლებთ.
თევზები
ის, რაც ადრე რთული და შეუძლებელი გეჩვენებოდათ, ახლა შეიძლება ადვილად განახორციელოთ. შესანიშნავი დროა ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლისა და დიეტის დაწყებისთვის. პირად ცხოვრებაში არავითარი იმედგაცრუება არ გელით.