თეგებით ძიება

ჩიტის რძე - კლასიკური რეცეპტი

ნაზი, ფაფუკი, ჰაეროვანი ნამცხვარი,რომელიც თქვენს ოჯახურ წვეულებას დაამშვენებს.

შემადგენლობა:
კარაქი - 100 გრ.
შაქარი - 100 გრ.
კვერცხი - 2 ცალი.
ფქვილი - 140 გ.
ვანილინი.

სუფლე:
ჟელატინი - 20 გრ (2 სადილის კოვზი)
წყალი - 140 გ.
შაქარი - 400 გ.
კარაქი - 200 გ,
შესქელებული რძე - 100 გ,
კვერცხის ცილა - 60 გ (2-3 ცილა),
ლიმონმჟავა - ნახ. ჩ.კ.
ვანილინი
მინანქარი:
შოკოლადი - 200 გრ.
კარაქი - 100 გრ

ჩიტის რძე - კლასიკური რეცეპტი


მომზადების წესი:
კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი. ცომი ორ ნაწილად გაყავით და ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსე გახურებულ ღუმელში 9-10 წუთის განმავლობაში.

დარბილებული კარაქი შესქელებულ რძესთან ერთად ათქვიფეთ. ჟელატინი140 გრ წყალში, 2 საათით დაალბეთ. შაქრითა და წყლით მოხარშეთ სიროფი, სანამ არ გასქელდება და ძაფივით არ გაიწელება.

სანამ სიროფი იხარშება, კვერცხის ცილები ლიმონმჟავასთან ერთად ათქვიფეთ ისე, რომ ჯამის გადმობრუნებისას არ გადმოიღვაროს. ამის შემდეგ ცილაში სიროფი წვრილ ნაკადით ჩაუშვით, დაუმატეთ ვანილი და თქვეფა გააგრძელეთ. ბოლოს ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი კარაქი შედედებული რძით და გამდნარი ჟელატინი. სუფლეს მასა მზად არის.

ნამცხვრის ერთ ფენას სუფლის ნახევარი წაუსვით, მეორე ფენა დააფარეთ და ისევ სუფლე წაუსვით. ეს სწრაფად უნდა გააკეთოთ, რადგან სუფლე სწრაფად ცივდება. მზა ნამცხვარს თავზე კარაქთან ერთად გამდნარი შოკოლადი მოასხითდა მაცივარში ერთი საათით შედგით. ჩიტის რძე მადაა. გემრიელად მიირთვით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა