თეგებით ძიება

რისი ჭამა შეიძლება 18-00 საათის შემდეგ - 15 გემრიელი დიეტური პროდუქტი

გაზაფხული ახლოვდება და ჭარბი წონისგან გათავისუფლება აქტუალური თემა ხდება. ზოგი დიეტას საათობრივი კვების რეჟიმის დაცვას ამჯობინებს, მაგრამ 18-00 საათის შემდეგ შიმშილი ზოგისთვის მძიმე და საზიანოა.

ახლა კი წარმოგიდგენ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც შეგიძლიათ არა მარტო ექვსი, არამედ ათი საათის შემდეგაც მიირთვათ. ეს პროდუქტები საკმაოდ გემრიელი, სასარგებლო და დაბალკალორიულია, ამიტომ წონის კლებაში ეფექტურად დაგეხმარებათ.

სოკო
დაბალკალორიული და ძალიან სასარგებლო პროდუქტი.100 გრამი სოკოს ენერგეტიკული ღირებულება 27 კილოკალორიას არ აღემატება. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. თუ ბევრ ზეთში არ შეწვავთ და შემდეგ 30% არაჟანში არ აურევთ, ეს შესანიშნავი დიეტური პროდუქტია.

ბოსტნეულის ხიზილალა
ბოსტნეულის ხიზილალა გახუხულ პურთან და ზეთისხილთან ერთად შესანიშნავი ვახშამია. მის დასამზადებლად შეგიძლიათ დაბალკალორიული ბოსტნეული: ყაბაყი, ბადრიჯანი ან სოკო გამოიყენოთ.

სიმინდი
სიმინდი და მისი მისი ფქვილისგან მომზადებული ფაფა ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და ეფექტური დიეტური პროდუქტია. სიმინდის ფქვილი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, წმენდს ნაწლავებს და აწესრიგებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას.

სიმინდის ფქვილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან ცხიმები, ტოქსიკური და რადიაქტიული ნივთიერებები. არ იწვევს ალერგიას, რის გამოც ამ სიმინდის დიეტას უკუჩვენებები არ აქვს.

ნექტარინი
შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ნექტარინი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და ხელს უწყობს ცხიმიანი საკვების მონელებას. ხოლო მისი შემადგენლობის ბოჭკოვანი ხელს უწყობს შეკრულობის თავიდან აცილებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

თალგამი
ის დიეტური საკვების რიცხვში შედის, ამიტომ თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, თალგამი რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ, რადგანაც ორგანიზმის გაწმენდის თვისება გააჩნია.

გოგრა
გოგრა ჯანმრთელად გახდომისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარეა. თუ გსურთ, გახდეთ, ოღონდ, ისე, რომ არ დასუსტდეთ, და ორგანიზმი არ გამოიფიტოს, გოგრაზე ერთგულ დამხმარეს ვერ იპოვით. გოგრას ერთდროულად ორი საუკეთესო თვისება აქვს: დაბალკალორიულია და ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის. გარდა ამისა, შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს, რაც ასე აუცილებელია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. შეგიძლიათ საღამოს საათებში გოგრა თამამად მიირთვათ, თუმცა უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყობთ განტვირთვის დღეს გოგრით.

კომბოსტო
დიახ, ნებისმიერი: მოხარშული ან ნედლეული, რამდენიც გსურთ და სანამ არ მოგწყინდებათ.კომბოსტოს აბსოლიტურად ყველა სახეობა მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში. გარდა ამისა, კომბოსტო დიეტური პროდუქტების რიცხვში შედის. შესაბამისად, ის ვახშმისთვის იდეალურია.

თევზი
კვლევების მიხედვით თევზის ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები ახდენენ უჯრედების ცხიმოვან უჯრედებად ტრანსფორმაციის ბლოკირებას, რის შედეგადაც ცხიმოვანი მარაგების დაგროვება უფრო ნელი ტემპებით ხდება.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, საღამოს 18:00 საათის შემდეგ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მსხალი, ჟოლო, კივი, ჭარხალი და ნიახური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა