სილამაზის კონკურსების გამარჯვებულები, რომლებიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გახდნენ
სანამ მათ შესახებ მსოფლიო გაიგებდა, ბევრი ცნობილი ადამიანის ცხოვრება სავსე იყო მოულოდნელი ფაქტებით. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ცნობილი მსახიობი და ან ცნობილი ადამიანი ახალგაზრდობაში სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა და გამარჯვებულის გვირგვინიც დაიდგა.
სილამაზის დედოფლის ტიტულის ტარება ნახევარი საქმეა, გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესის შენარჩუნება და ამ გოგონებმა ეს შეძლეს!
ჰალი ბერი
მსახიობმა ჰალი ბერიმ ჰოლივუდის მწვერვალების დაპყრობა შემდეგი ტიტულებით დაიწყო: „ახალგაზრდა მის ამერიკა1985“, „მის ოჰაიო1986“ და „პირველი ვიცე მის ამერიკა1986“.
კიმ ბესინჯერი
მსახიობობამდე კიმ ბასინჯერის ტიტულები ასეთი გახლდათ: „მის ჯორჯია - 1970“ და „მის ამერიკა“ კონკურსის მონაწილე.
სოფი ლორენი
სოფი ლორენი სილამაზის კონკურსის „მის იტალია - 1950“ „მის ელეგანტურობა“ -ს ტიტულის მფლობელია.
მიშელ პფაიფერი
მიშელ პფაიფერ „მის ორანჯი 1977“ და 1978 წელს „მის კალიფორნიას“ კონკურსის მიონაწილეა.
ოპრა უინფრი
ტელეწამყვანი ოპრა უინფრი - „ფერადკანიანი მის ტენესი 1972“
ლაურა ჰერინგი
ლაურა ჰერინგი - „მის ამერიკა 1985“.
ჯინა ლოლობრიჯიდა
ჯინა ლოლობრიჯიდამ 1947 წელს, „მის იტალია“-ს კონკურსზე მესამე ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე ადგილების მფლობელები ლუჩია ბოზე და ჯიანა კანალეც მოგვიანებით მსახიობები გახდნენ, მაგრამ ნაკლებად ცნობილები.
ლუსი ლოულესი
ლუსი ლოულესი - „მის ახალი ზელანდია 1989“
ევა ლონგორია
სერიალი „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ევა ლონგორია ასევე „მის კორპუს-კრისტი 1998“ გახლავთ.
შერონ სტოუნი
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა 1975 წელს „მის პენსილვანიას“ ტიტული მოიპოვა.
აიშვარია რაი
ინდოელი მსახიობი და კოსმეტიკური ბრენდი L\'Oreal -ის სახე „მის მსოფლიო 1994“ გახლავთ.