თეგებით ძიება

სარეველა თუ ბუნების საჩუქარი? - ჭინჭრის სამკურნალო თვისებები

ცოტამ თუ იცის, რომ ჭინჭარს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ის მდიდარია K და B2 ვიტამინებით, შეიცავს კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პანტოთენიურ მჟავას, ცილებს, სახამებელს, ნახშირწყლებს, რკინასა და კალიუმის მარილებს. ჭინჭრის ფოთლები და ფესვები 22% -მდე ცხიმს შეიცავს.

ჭინჭრის ძირითადი სამკურნალო თვისება ორგანიზმის გაწმენდაა. ის ზრდის სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობას, ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს და სხეულს ვიტამინებით ამდიდრებს.

ჭინჭრის ჩაი თქვენი ჯანმრთელობისთვის
2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ხმელ ფოთოლს ერთი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით და რამდენიმე წუთი დატოვეთ. ჩაი მზადაა.

დალიეთ 50 მლ. ჭინჭრის ჩაი დღეში სამჯერ ერთი თვის მანძილზე და სახსრები, კუნთებისა და კბილის ტკივილი გაქრება.

ჭინჭრის ჩაი სასარგებლოა თქვენი იმუნური სისტემისთვის. A, C, D, E და K ვიტამინებით ლეციტინით და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ჭინჭრის ჩაის სტრესთან და დაღლილობასთან გამკლავება შეუძლია. უფრო მეტიც, ის კლავს ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს. გაცივების დროს, ჭინჭრის ჩაი ძალიან სასარგებლოა. მას აქვს საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება, ასუფთავებს თირკმელებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, არეგულირებს საჭმლის მონელებას და ებრძვის ამ ორგანოების ინფექციებს.

ჭინჭარი ებრძვის დიარეას და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ეს ეფექტები, სხვა ინგრედიენტების ანტიოქსიდანტურ თვისებებთან ერთად, იდეალურია წონის დაკლებისთვის!

ჭინჭარი აუმჯობესებს გულის მუშაობას და K ვიტამინის შემცველობის დახმარებით, ზრდის სისხლის შედედების უნარს. ჭინჭარს ანტიჰემორაგიული მოქმედებაც აქვს. თუ ჭინჭრის ფოთლებს მდუღარე წყალში მოთუთქავთ და ჭრილობაზე დაიდებთ, სწსრაფად შეხორცდება.

ჭინჭრის ჩაი სასიკეთოდ მოქმედებს კანზე, აჩქარებს კანის რეგენერაციას და ანტისეპტიკურ ეფექტს ახდენს.

ჭინჭარი, როგორც თმის ცვენის სამკურნალო საშუალება ხშირად გამოიყენება შამპუნებში, რადგან ის არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს და აბალანსებს პრობლემურ ადგილებშიკანის სტრუქტურას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა