თეგებით ძიება

7 ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა

როგორ მივხვდეთ, რომ ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა, რომ გრძნობა გაქრა და დროა, ერთმანეთი ვალდებულებებისგან გავათავისუფლოთ? არსებობს რამდენიმე უტყუარი სიმპტომები, რომელიც ურთიერთობა დასასრულის მაცნეა.

წარსულით ცხოვრობთ
წარსული სასიამოვნო მოგონებები უნდა იყოს და არა წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორი. თუ აწმყოს ყოველი წუთით ტკბობის ნაცვლად, გამუდმებით გასულ ზაფხულს, ურთიერთობის პირველ წელს და სამიწლის წინანდელ მხიარულ მოგზაურობას იხსნებთ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ დასასრული უკვე დადგა. ამ შემთხვევაში უნდა იპოვოთ ძალა, რომ წარსულის ისედაც დსასუსტებული კავშირი გაწყვიტოთ.

ურთიერთობები მტკივნეულია
ყველა წვრილმანი გაღიზიანებთ, გაცოფებთ ის თუ როგორ გამოიყურება და საზოგადოებაში როგორ იქცევა, მუდმივად დაძაბული და დაღლილი დადიხართ და ოცნებობთ თუნდაც ერთი დღე მის გარეშე გაატაროთ.

იმედი გაქვთ, რომ შეიცვლება
სიმართლე ისაა, რომ როდესაც გიყვარს, პარტნიორის შეცვლა არ გინდა და ისეთი გიყვარს, როგორიცაა ღიპიანიც და სასაცილო ვარცხნილობიანიც. სხვა შემთხვევაში საუბარი მხოლოდ გაცვეთილ გრძნობებსა და წასვლის აუცილებლობაზე შეიძლება.

ის ტკივილს გაყენებთ
გამუდმებული შეურაცხყოფა, საყვედური, გაუგებრობა, დამცირება მეგობრების წინაშე - მთელი ცხოვრება ასე უნდა გაატაროთ? ღირსების მქონე ადამიანი სულ მცირე, წინააღმდეგობას გაუწევს ან ჩემოდანს ჩაალაგებს და ბედნიერების საძებნელად წავა.

ურთიერთობაში მხოლოდ ერთი იხარჯება
წყვილი ორი ადამიანია, რაც ნიშნავს, რომ აწმყოსა და მომავლის შენებაში ორი ადამიანი მონაწილეობს. თუ რომელიმე თქვენგანი, რატომღაც, არ მონაწილეობს ურთიერთობაში, აქ რაღაც ისე არაა.

საკუთარი თავისთვის დრო არ გრჩებათ
ხანდახან ურთიერთობება იმდენ ძალისხმევას მოითხოვს, რომ საკუთარი თავისთვის დრო არ გვრჩება. თქვენ სულ ერთად ხართ და "მე" -ს ნაცვლად ახლა მხოლოდ "ჩვენ" არსებობს. გრძნობთ, რომ შეუძლებელია საკუთარ თავზე ზრუნვა და საყვარელი საქმის კეთება. თითქოს ერთ ადგილზე დგახართ და აღარ ვითარდბით.

გრძნობები შეიცვალა
აღარ ჩქარობთ, რომ მალე შეხვდეთ, აღარ გენატრებათ ხანგრძლივი განშორების დროს, უფრო მეტიც, მისი ნახვა არ გსურთ. იშვიათი შეხვედრებით კმაყოფილდებით და ერთობლივ მომავალზე აღარ ოცნებობთ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გრძნობები გაქრა და მათთან ერთად თქვენც უნდა წახვიდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა