თეგებით ძიება

ორ კვირაში ერთხელ საბავშვო ბაღების თანამშრომლების 20% სავალდებულო ტესტირებას გაივლის

ორ კვირაში ერთხელ საბავშვო ბაღების თანამშრომლების 20% სავალდებულო ტესტირებას გაივლის, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული.

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული. ბაღები საქმიანობას სრულად აღადგენენ პირველ მარტს, ეს ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებს.

აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტი გაივლის სავალდებულო ტესტირებას ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენ უკვე გვაქვს სკოლის მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება სასკოლო წრეებს, პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა