თეგებით ძიება

ბავშვის ორალურ-მოტორული განვითარების სტადიები

ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი ,საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე ბავშვებში ორალურ-მოტორული განვითარების სტადიების შესახებ წერს და ეტაპებს ბავშვთა ასაკის მიხედვით ასახელებს.

ბავშვის ორალურ-მოტორული განვითარების სტადიები:

იმისათვის, რომ დაზუსტებით გავიგოთ რამდენად მიჰყვება ბავშვის მისი ასაკის შესაბამისს ორალურ-მოტორულ განვითარების სტადიას, გვჭირდება კონსულტაცია მეტყველების თერაპევტთან+ოკუპაციურ თერაპევტთან.

0-3 თვე ბავშვს გამომუშავებული აქვს წოვა-ყლაპვა-სუნთქვის რითმი ანუ ძუძუს წოვის პარალელირად ცხვირით სუნთქვის კოორდინირებას ახდენს. გამომუშავებული აქვს ორალური რეფლექსები. ენა ჩაღრმავებულია, ბრტყელია. ყბა, ტუჩი, ენა ერთიანად მოქმედებენ და არა დამოუკიდებლად.

4-6 თვე იწყება ღეჭვის პირველი ფაზა, ბავშვს საკვები ენის წინა ნაწილიდან გადააქვს უკან გადაყლაპვისთვის. მცირდება ღებინების და საჭმლის უკან ამოტანის რეფლექსი.

7-9 თვე წოვას ემატება ენის მოძრაობები. შეუძლია ლუკმის გადმოტანა ენის გვერდიდან ცენტრში. იწყებს დაჭყლეტილი საჭმლის ჭამას.

10-12 თვე სითხის მიღებას იწყებს ჭიქიდან. წინა კბილებს იყენებს ქვედა ტუჩის მანიპულაციისთვის. იწყებს საწრუპიდან სითხის დალევას. იწყებს კბეჩას. ჭამს ადვილად დასაღეჭ საჭმელს.

13-15 თვე დალევის უნარები დახვეწილია. სითხე აღარ ეღვრება. იყენებს ლოყებს და ენას საჭმლის დასასრესად.

16-18 თვე ყლაპვა ხდება მოკუმული პირით და ზემოთ აწეული ენის წვერით. მინიმულად ეღვრება კვების დროს საჭმელი.

19-25 თვე ენით იწმენდს ტუჩებს. ბავშვი კვეთს ენის შუახაზს საჭმლის გადატანისას.

25-36 თვე იყენებს ენას კბილების და ღრძილების გასასუფთავებლად. პირს აღებს ლუკმის შესაბამისს. გაუმჯობესებულია ღეჭვა.

მასალაში გამოყენებულია ენის, მეტყველების და კომუნიკაციის სპეციალისტის ელენე წკრიალაშვილის და ი. ციციშვილის ფსიქოლოგიური სამსახურის ფსიქოკონსულტანტის, ენისა და მეტყველების თერაპევტის თამარ ბაკურაძის პუბლიკაციები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა