ტესტი: "რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში?“
ძალიან ხშირად ადამიანი ხარჯავს დიდ ძალისხმევას ოცნების მისაღწევად... თითქოს ერთ წრეზე ტრიალებს და არაფერი გამოდის, რადგან არ ყოფნის იმპულსი, რომელიც დაეხმარება წარმატების მიღწევაში!
თუმცა, თქვენმა ქვეცნობიერმა ყოველთვის იცის, რა რესურსი არ გყოფნით კონკრეტულ მომენტში, ის ყოველთვის გაძლევთ მინიშნებებს, მაგრამ ამას ყველა როდის ამჩნევს?!
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ტესტს გთავაზობთ მსუბუქ ტესტს, მისი დახმარებით გაიაზრებთ, სად კარგავთ ენერგიას და რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში!
მოდუნდით და მიენდეთ თქვენს ქვეცნობიერს, დააკვირდით ფოტოზე გამოსახულებებს და დაფიქრდით, რომელი გამოსახულება იწვევს თქვენს თავთან ასოციციას?!
მიენდეთ თქვენს ინტუიციას, რადგან პირდაპირ კავშირშია თქვენს ქვეცნობიერთან, ხოლო პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით.
1. ამ ცხოვრებისეულ ეტაპზე თქვენ უფრო მეტს გასცემთ ახლობელ ადამიანებთან, ვიდრე იღებთ. თქვენს ურთიერთობაში ეს არის ზუსტად დისბალანსის მიზეზი, გართმევთ ენერგიას და ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში.
გახსოვდეთ! თუ თქვენ ვერ შეამჩნევთ საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებს და იცხოვრებთ გამუდმებით სხვებისთვის, საკუთარ ცხოვრებას რომელზეც ოცნებობდით ხელიდან გაუშვებთ.
2. თქვენ ახლა ხელს გიშლით სურვილი ცხოვრობდეთ საკუთარ გონებაში. თუ თქვენ გამუდმებით ყოველ სიტუაციას აანალიზებთ და და ეძებთ ლოგიკურ პასუხებს, არჩევთ გადაწყვეტილებების ვარიანტებს, ამით იზღუდავთ თავს და აწესებთ საზღვრებს, საიდანაც კიდევ მეტად რთულია არჩევანის გაკეთება.
იმისათვის, რომ ფერადი და სავსე ცხოვრებით იცხოვროთ, აუცილებელია მიენდოთ ენერგიებს და გულის ხმას უსმინოთ.
3. თქვენ გიშლით ხელს აპათია და შინაგანი ცეცხლის ნაკლებობა, თუმცა ეს მდგომარეობა შემთხვევით არ გაჩნდა!
ეს იმის ბრალია, რომ შეწყვიტეთ გულწრფელი სურვილები, რომელიც გულიდან არის წამოსული და ხელები ჩამოუშვით, რადგან ფიქრობთ, რომ ძალა დაკარგეთ, გარდა ამისა თქვენ შეწყვიტეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და სხვას გადააბარეთ ან გაურბიხართ პასუხისმგებლობას
აუცილებელია დაიბრუნოთ შინაგანი ცეცხლი და ენერგია და თქვენი სამყარო შეიცვლება
4. თქვენ ხელს გიშლით მიმდინარე მოვლენების გაუცნობიერებლობა, უფრო ზუსტად, ვერ აანალიზებთ სიტუაციებს, ეს ზოგჯერ მართლაც საჭიროა, თუმცა ყოველთვის არა, რადგან უნდა შეგეძლოთ "მომენტის დაჭერა" და მოცემული შანსის გამოყენება ცხოვრებაში, რადგან შესაძლოა ეს შანსი ერთხელ მოგვეცეს და ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
გახდით ცოტათი მეტად თავისუფალი და მიენდეთ საკუთარ ინტუციას. ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება, სხვაგვარად ხელიდან გაუშვებთ ყველაზე საინტერესოს და მნიშვნელოვანს!