თეგებით ძიება

საქართველოში “ბრიტანული შტამის” სამი შემთხვევა გვაქვს, გამოიკვეთა 31 კონტაქტი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ახალი შტამის სავარაუდო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს, ხოლო დადასტირებული შემთხვევებთან 31 კონტაქტი იკვეთება.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი”, -აცხადებს ამირამ განყრელიძე.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ივივე ე.წ. ბრიტანული ვარიანტი უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოვლინდა. მეცნიერული კვლევის მიხედვით, ახალი შტამი ძველთან შედარებით 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა