რამდენს იწონიან ვარსკვლავები?
თაყვანისმცემლებს ხშირად აინტერესებთ რამდენს იწონიან მათი კერპები, რომლებსაც ჟურნალებში, ფილმებსა და სოციალურ მედიაში ვხედავთ.
ჩვენ გაგიმხელთ ვარსკვლავების საიდუმლოებებს და ციფრებს, რომლებსაც ისინი სასწორებზე ხედავენ.
ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ვარსკვლავი, რომლსაც ერთხელ მაინც არ მოუსმენის კრიტიკული შენიშვნა საკუთარი წონის გამო, მაგრამ ორი წლის წინ საგრძნობლად გამხდარმა კიმ კარდაშიანმა და ჯენიფერ ენისტონმა თემაზე „ჯანმრთელი წონა“ დიდი დისკუსია გამოიწვიეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისმა დებმა, კენდალ ჯენერმა, კორტნი და ხლოე კარდაშიანებმა აღნიშნეს მისი „ანორექსიულობა“ აღნიშნეს. „ძალიან გამხდარი არ ვარ! უბრალოდ, ახლახან 119 ფუნტამდე (54 კგ) დავიკელი.” - უპასუხა კიმმა დებს.
ვარსკვლავური დების დიალოგს სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. ზოგმა აღნიშნა, რომ სიტყვა „ანორექსია“ კომპლიმენტის სახით გამოყენება საზიზღრობაა და ასეთ „კომპლიმენტზე“კიმის ბედნიერი რეაქცია მის „ავადმყოფურ აზროვნებაზე მეტყველებს“. ბევრმა სოციალურ ქსელებში კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენლების გამოწერის გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან ისინი „ წარმოადგენენ ყველაფერს, რაც არასწორია“.
ექსპერტები განმარტავენ, რომ კიმის აღნაგობის მქონე ქალისთვის ჯანმრთელი წონის მაჩვენებელი 48,5-63,5 კგ-ს შორის მერყეობს.
დაახლოებით იმავე დროს, ჯენიფერ ენისტონმა განაცხადა, რომ „სილამაზის კონკურსების“ კონცეფცია მორალურად მოძველდა. „სხეული საცურაო კოსტუმში არის სხეული საცურაო კოსტუმში და არ აქვს მნიშვნელობა ეს სხეული როგორია. დროა შეწყვიტოთ ფიქრი, რომ სილამაზე ოთხი ზომა, გარკვეული ზომის თეძოები და გარკვეული ზომის მკერდია ... ეს უკვე გავიარეთ ... დროა, წინ წავიდეთ“. ამასთან, 52 წლის მსახიობს შესანიშნავი ფიგურა აქვს და 51 კგ-ს იწონის, რასაც კრივით გატაცებას უკავშირებს.
ვარსკვლავური ქალბატონების წონის მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, ამიტომ ჟურნალისტებმა სწრაფად გაარკვიეს, რომელი ვარსკვლავი რამდენს იწონის.
რიანა. წონა ─ ? კგ
რიანას ზუსტი წონის შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ ძნელია მას გამხდარი ვუწოდოთ. მომღერალს საკმაოდ ფუმფულა ფორმები აქვს, ამიტომ უახლოეს ხანებში ვარჯიშის დაწყებას გეგმავს. „ვგეგმავ სპორტულ დარბაზში სიარულს, მაგრამ იმედი მაქვს რომ თეძოებისა და მკერდის გარეშე არ დავრჩები. დიახ, წონაში დავიკლებ, მაგრამ არც ისე ბევრს. ყველაფერს ფასი აქვს. თუ გინდა, რომ უკანალი გქონდეს, მუცელიც გექნება ” - განაცხადა მომღერალმა.
ბიონსე. წონა ─ 62 კგ
ბიონსეს ინტერვიუს მიცემა არ უყვარს, მაგრამ ოდესღაც ის ვეგანური დიეტის პროპაგანდას ეწეოდა. მომღერალი ადამანებს „ხორცისგან დროებით თავშეკავებისკენ“ მოუწოდებდა. ბიონსეს თქმით, ვეგანური კვების რეჟიმი მას წონის შენარჩუნების საშუალებას აძლევს და ზოგადად მის ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენას ახდენს.
ქეით მიდლტონი. წონა ─ 55 კგ
კემბრიჯის ჰერცოგინია საკმაოდ მკაცრ დიეტას იცავს, ნახშირწყლებზე უარს ამბობს და პერიოდულად, მხოლოდ დაუმუშავებელ საკვებს მიირთმევს. ქეითს უყვარს სპორტი, მაგრამ ფიტნესის ფანატიკური მიმდევარი არაა, როგორც მისი და პიპა მიდლტონი. მისი აღმატებულება კულინარიულ სასწაულებს ვერ ახდენს, თუმცა დროდადრო, ცდილობს საყვარელი ადამიანები ოჯახური რეცეპტებით გაახაროს. ”უილიამს ჩემს კულინარიასთან შეგუება უწევს”, - განაცხადა ქეითმა People- თან ინტერვიუში. "აი, ამიტომ ვარ ასეთი გამხდარი!", - ხუმრობით უპასუხა მეუღლემ.
მეგან მარკლი. წონა ─ 56 კგ
სასექსის ჰერცოგინია ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ თავისი მოხდენილი ფიგურა დიზაინერული კოსტიუმებით წარმოაჩინოს. გამოცემა HealthyCeleb-ის თანახმად, მეგანის წონა დაახლოებით 56 კგ-ია. ის დაბალანსებულ დიეტას იცავს და იშვიათად, თავს წითელი ღვინითა და მაღალკალორიული დესერტით ინებივრებს.
კორტნი კარდაშიანი. წონა - 44,5 კგ
კორტნისთვის ფიტნესი ძალიან მნიშვნელოვანია და ვარჯშს არასოდეს ტოვებს. ერთ-ერთ შოუში გოგონამ განაცხადა, რომ მისი სტაბილური წონა 45 კგ-ზე ნაკლებია.
კაილი ჯენერი. წონა - 61,6 კგ
ქეთი პერი. წონა ─ 59 კგ
ბლეიკ ლაივილი. წონა ─ 59 კგ
ემი შუმერი. წონა ─ 68 კგ
ტეილორ სვიფტი. წონა 56.6 კგ
კრისტინა აგილერა. წონა ─ 50 კგ
ოპრა უინფრი. წონა .5 72,5 კგ
ბრიტნი სპირსი. წონა 56.6 კგ
მაილი საირუსი. წონა ─ 49 კგ
მილა კუნისი. წონა ─ 52 კგ
სელენა გომესი. წონა ─ 54 კგ
მარია კერი. წონა -65,7 კგ