25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს სადავო საკითხების მოგვარებას მარტივად შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საქმეების მიმდინარეობას. ერიდეთ სარისკო გარიგებებს და ეცადეთ არ უცნობ ადამიანებს არ ენდოთ, რადგან შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.
კურო
საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. პროფესიულ სფეროში კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ დღის მეორე ნახევარში არ უნდა ენდოთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს გპირდებიან. გახსოვდეთ პრევენცია მკურნალობაზე ადვილია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და კვების რეჟიმს.
ტყუპები
ამ დღეს სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არაა. თუ ახალი საქმის წამოწყებას გეგმავთ, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში მოგეცემათ. გამოიჩინეთ ინიციატივა და დაბრკოლებების წინაშე ნუ დანებდებით. ნუ იეშმაკებთ ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ერთადერთი, რაც ამ დროს გჭირდებათ, სრული გულწრფელობაა.
კირჩხიბი
ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი ახალი საქმის დაწყებისთვის, იქნება ეს ახალი პროექტი თუ ჰობი. თუ გადაწყვეტილებება მიიღეთ, უკან არ დაიხიოთ. ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ მართალი ხართ. დღის ბოლოს, სანამ ვინმეს რჩევას გაითვალისწინებთ, კარგად დაფიქრდით. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც ეშმაკობს და საკუთარი თავისთვის სარგებელს ეძებს.
ლომი
თქვენი ნერვიულობა სავარაუდოდ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ეცადეთ ყურადღება სასიამოვნო თემებზე გადაიტანოთ. ნუ მოექცევით საყვარელ ადამიანებს უხეშად. თქვენმა დაუფიქრებელმა საქციელმა ან სიტყვამ შეიძლება ვიღაცას გული ძალიან ატკინოს.
ქალწული
მოერიდეთ დაუფიქრებელი და ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმას, რამაც შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ. ნუ იჩქარებთ პროფესიულ საქმიანობის სფეროში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას. ჯერჯერობით, უმჯობესია, პროცესები თვითდინებაზე მიუშვათ. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, თუნდაც თქვენს იდეებს ის გამოხმაურება არ მოჰყვეს, რასაც ელოდით.
სასწორი
ეცადეთ მეტი დრო გამონახოთ საქმისთვის, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და გაინტერესებთ. ნუ შეიზღუდებით სურვილებსა და და მისწრაფებებში. კარგი იქნება თუ ამ დღეს კამათს და ურთიერთობების გარკვევას თავიდან აიცილებთ. ახლა უბრალოდ, ახლობლებისგან ემოციური დახმარება გჭირდებათ, რომელსაც აუცილებლად მიიღებთ.
მორიელი
დროის ეს მონაკვეთი ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობის თვალსაზრისით საკმაოდ მდიდარი და საინტერესო იქნება, მაგრამ ეცადეთ ურთიერთობიდან ნებისმიერი ანგარება გამორიცხოთ. ადამიანების შესაძლებლობების სწორი შეფასება საშუალებას მოგცემთ იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ. ემოციები მხოლოდ ხელს შეგიშლით, ამიტომ ეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას ცივი გონებით იმოქმედოთ. ხელსაყრელი დროა ხანმოკლე მოგზაურობისთვის.
თხის რქა
ამ დღეს უამრავი საქმეა გაკეთება და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებე მოგიწევთ. მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტებში მონაწილეობას და თავი შეიკავეთ ყველანაირი გაზვიადებისაგან. ნებისმიერი შესყიდვა ხელსაყრელი იქნება, ამიტომ შეგიძლიათ მაღაზიებში წახვიდეთ და სასურველი ნივთები შეიძინოთ. ფულის სესხება ან გასესხება არასასურველია.
მერწყული
ამ დღის მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი ერთდროულად არაკეთოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ხელსაყრელი დროა თანამოაზრეების მოძებნისა და ურთიერთობისთვის. შეიძლება ვიღაცამ დახმარება გთხოვოთ. ეცადეთ უარი არ უთხრათ, მაგრამ არც მანიპულირების საშუალება მისცეთ.
თევზები
ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელია არ არის. აკონტროლეთ ემოციები და ჩანაფიქრის განხორციელებისთვის თანმიმდევრულად იმოქმედეთ. მეტი დრო გაატარეთ ადამიანებთან, ვისთან საუბარიც სიამოვნებას განიჭებთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან. ადამიანი, რომელსაც ამ დრეს გაიცნობთ, შეიძლება ბევრი უსიამოვნების მიზეი გახდეს.