მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშანს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს პირდება. გაზაფხულის დასაწყისი უამრავ სიურპრიზს გვიმზადებს, როგორც სასიამოვნოს, ასევე ნეგატიურს.
ასტროლოგიური პროგნოზი ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით, რაც მოახლოვებული მოვლენებისთვის მოსამზადებაში დაგეხმარებათ.
ვერძი
ვერძების პირადი ცხოვრება როგორც სასიხარულო ამბებით, ისე იმედგაცრუებით იქნება სავსე. ვერძი სირთულეების უმეტესობას თავისი მთავარი თვისებით - თავდაჯერებულობით გაუმკლავდება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება თქვენი რჩეული დააფრთხოს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ურთიერთობა ახლახანს დაიწყო და პარტნიორები ერთმანეთს საკმარისად არ იცნობენ.
ცნობილი ასტროლოგების პროგნოზის თანახმად, წყვილებს კონფლიქტები და უთანხმოებები ელით. მათ მოსაგვარებლად ცხოვრებისეული გამოცდილებისა და დიპლომატიური უნარების გამოყენება დაგჭირდებათ. საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობას შეიძლება სიტუაციის გამწვავებას და ურთოერთობის გაწყვეტა მოჰყვეს.
კურო
კურო ვენერას საყვარელ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის მარტში ხელსაყრელი დღეები გელით. როგორც წესი, ყველა სასიყვარულო თავგადასავალში გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მარტოხელა კუროს ეხება, რომელიც ცხოვრების მეგზურს ეძებს. გაზაფხულის დასაწყისში უამრავ ადამიანს გაიცნობთ და თქვენი რჩეულიც მათ შორის იქნება.
დაქორწინებულ კუროებს ვურჩევთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდონ. 2021 წლის მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი გვამცნობს, რომ ქორწინება წარმატებას ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ მოუტანს, ამიტომ ჯობია მნიშვნელოვანი მოვლენის ოფიციალური მხარე უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის გადაიტანოთ.
ტყუპები
წინააღმდეგობრივი ბუნება ტყუპების მთავარი თვისებაა, მაგრამ ამ თვეში ისინი სიყვარულში სტაბილურობით და იღბლით გაგვაოცებენ. ჰოროსკოპი მათ საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღების გაზრდას პირდება. თანავარსკვლავედის მარტოხელა წარმომადგენლებს სავარაუდოდ, რომანი ელით, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის იმედი არ უნდა გქონდეთ.
დაქორწინებული ტყუპები ოჯახის გარეთ სასიყვარულო თავგადასავლებს უნდა ერიდონ. გაითვალისწინეთ, რომ მეუღლე თქვენი მცირე ფლირტის შესახებაც კი შეიტყობს. შედეგად, ქორწინებაში ბზარი გაჩნდეს. 2021 წლის მარტი საუკეთესო დრო არ არის ურთიერთოიბების გარკვევისთვის.
კირჩხიბი
კირჩხიბები დაჯილდოვებულნი არიან ძლიერი ინტუიციით და უმცირეს ტყუილსაცკი ადვილად ამოიცნობენ. ეს რა თქმა უნდა,საფრთხის დროულად დანახვაში ეხმარება, მაგრამ ურთიერთობების დამყარებაში ხელს უშლის. მარტოხელა კირჩხიბები ცხოვრების თანამგზავრის პოვნას ახლო სოციალურ წრეში ეცდებიან. ინტუიცია გკარნახობთ, რომ მონათესავე სული სადღაც ახლომახლოა.
მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი დაოჯახებული კირჩხიბებისთვის ზუსტ პროგნოზს იძლევა. წყვილები ურთიერთობაში უფრო გახსნილები უნდა იყვნენ, წყენა და იმედგაცრუება არ უნდა დამალონ. თუ პრობლემა მომწიფდა, დროულად უნდა განიხილოთ და ოჯახური ცხოვრების სიხარულით დატკბეთ.
ლომი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ქედმაღლობა პირადი ცხოვრების აგებაში ხელს უშლის, თუმცა მარტი მათზეც იმოქმედებს. ოჯახის შექმნას ისინიც კი მოისურვებენ, ვინც პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბოდა.
წყვილებს, რომლებსაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, სიმშვიდისა და სიხარულის პერიოდი ექნებათ. ძველი კონფლიქტები ჩაცხრება, რაც ოჯახებს ახალი წევრის აუცილებლობაზე დააფიქრებს. გაითვალისწინეთ, რომ რომ გაზაფხული ბავშვის ჩასახვისთვის საუკეთესო დროა.
ქალწული
ასტროლოგებს ეს ნიშანი სიყვარულში წარმატებულად არ მიაჩნიათ. წარუმატებლობა მარტშიც გაგრძელდება. რომანტიკული განწყობის მიუხედავად, მარტოხელა ქალწულები ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებას ვერ შეძლებენ. ყველაფრის მიუხედავად, ნუ დაითრგუნებით, რადგან წარუმატებელი პერიოდი მალე დასრულდება.
შეყვარებულ წყვილებს ვურჩევთ, რომ დაქორწინებაზე იფიქრონ. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ქორწილები ბრწყინვალე და ნათელი იქნება,ხოლო კავშირი მტკიცე და ხანგრძლივ. ოჯახები ურთიერთგაგებას მიაღწევენ, რაც სიმშვიდეს მოგიტანთ.
სასწორი
ადრე გაზაფხულზე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრების პარტნიორებს ისეთებს მიიღებენ, როგორებიც არიან, ყველა ნაკლითა და ღირსებით. სასწორის იდეალური პარტნიორები წყლის ნიშნები, განსაკუთრებით კი თევზები იქნებიან. მათთან კავშირი მტკიცე და ხანგრძლივი იქნება.
მათ, ვინც უკვე იპოვნეს თავიანთი რჩეული, ვურჩევთ პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ. სიყვარულის ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ რომანტიკულ საგაზაფხულო ატმოსფეროს შეუძლია მეუღლეს ღალატისკენ უბიძგოს.
მორიელი
მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპს მორიელი ყოველგვარი რომანტიკისგან დაცლილ ზოდიაქოს ნიშნად მიაჩნია და ამას მთვარისა და ვენერას დომინანტური გავლენაც კი ვერ შეცვლის. არახელსაყრელი დღეები მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ თანავარსკვლავედის მარტოხელა წარმომადგენლები სიყვარულის ზოგადი ატმოსფეროს გარეთ აღმოჩნდებიან და მთელ ყურადღებას მუშაობასა და თვითგანვითარებაზე გადაიტანენ.
ის მორიელები, რომლებმაც უკვე იპოვნეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით ურთიერთობების გაფორმებას არ ჩქარობენ, გადაწყვეტილებას შეცვლიან და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტენ. სავარაუდოდ, კავშირი ხანმოკლე იქნება.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევნიათ საკუთარი თავი ხანგრძლივი კავშირებით არ დატვირთონ. მარტში ამ პრინციპის შეცვლას გირჩევთ. მოკლევადიანი რომანები სიამოვნებას არ მოგანიჭებთ, მაგრამ შეიძლება არსებულ ურთიერთობები და რეპუტაცია დააზარალონ. დროა, ოჯახის შექმნაზე იფიქროთ.
მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ოჯახში კონფლიქტების სერიაა მოსალოდნელი. ასეთი პრობლემების აცილებას ძლიერი და გამოცდილი წყვილებიც კი ვერ შეძლებენ. ოჯახური უთანხმოების მოგვარებაში პრობლემების განხილვა და გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ.
თხის რქა
გარშემო მყოფებს თხის რქები გულქვა და უგრძნობ ადამიანებად მიაჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში, სიმშვიდის საფარქვეშ მგრძნობიარე ადამიანები იმალებიან. გარეგნული სიცივე პოტენციურ რჩეულებს აფრთხობს. ამის გამოსასწორებლად, ცოტა უნდა გაიხსნათ და ადამიანებს ენდოთ.
სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს ვერ შეძლებს. ზოგი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზრდება, ზოგი კი უბრალო ფლირტით დასრულდება. ამასთან, პარტნიორთან შეხვედრის ალბათობა მაღალია. სასიყვარულო ჰოროსკოპი თხის რქებს ურჩევს ყურადღება გამოიჩინონ და საჭირო დროს პირველი ნაბიჯი გადადგან.
მერწყული
2021 წლის მარტში მერწყულებს წარმატებული დღეები ელით. ამრიგად, ვარსკვლავები წლის ბოლო, წარუმატებელ თვეებს აანაზღაურებენ. ასტროლოგების ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ურჩევენ,რომ ყურადღება ახლობელ ადამიანებს მიაქციონ. ნაცნობებს შორის არის ადამიანი, რომელსაც თქვენს მიმართ დიდი ხანია თბილი გრძნობები აქვს.
ჰოროსკოპი დაოჯახებულ მერწყულებს მეუღლესთან ურთიერთობის გამყარებას ურჩევს. გაზაფხულის პირველ თვეებში დიდი რყევები არ გელით, ამიტომ ყველა ქმედება სასარგებლო იქნება. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორზე ზეწოლა არ მოახდინოთ.
თევზები
თვის დასაწყისი ახალი ნაცნობებითა და შეხვედრებით სავსე იქნება. თევზების უმეტესობისთვის ეს შეხვედრები მცირე ფლირტით დასრულდება. ამასთან, ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მართლაც მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდება, რომელთანაც დროს საინტერესოდ გაატარებს.
მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი დაქორწინებულ წყვილებს გრძნობების ქარიშხალს პირდება. ეცადეთ ეწმოციებს არ აჰყვეთ, რადგან ამან შეიძლება მეუღლესთან კონფლიქტი გამოიწვიოს. სიმშვიდე და რაციონალური აზროვნება დაგეხმარებათ სირთულეები კონფლიქტების გარეშე გადალახოთ.