თეგებით ძიება

ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეზეა შეყვარებული? - ყვავილების ზღვა და ბრილიანტის ბეჭედი საჩუქრად - როგორ აღნიშნა ნინიკო ნაცარაშვილმა დაბადების დღე

ბათუმელი ლამაზმანი ნინიკო ნაცარაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის ქართველი მსახიობის და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის საცოლე გახლდათ.

წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთად და არც საკუთარ გრძნობებს მალავდნენ, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ და ამ ამბავმა ყველა შოკში ჩააგდო.
ნინიკოს და ლევანის დაშორების მიზეზებზე დიდხანს წერდა პრესა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი დღემდე უცნობია.

უკვე წელიწადზე მეტია, აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის თაობაზე, რომ ნინიკოს გული დაკავებულია და ეს ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, ზედმეტსახელად მინდია ლავასოღლიმ შეძლო.

ლავასოღლი ახლა პატიმრობაში იმყოფება და როგორ შეძლო უმშვენიერესი გოგონას გულის მოგება უცნობია, თუმცა როგორც "პრაიმამბებს" წყარომ უთხრა, ნინიკოს პირადი დაცვა დაჰყვება, რჩეული მას ხშირად ანებივრებს ძვირადღირებული საჩუქრებით და უფრო მეტიც მათ დაქორწინებაც აქვთ დაგეგმილი.

ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნინიკო ნაცარიშვილს, რამდენიმე თვის წინ “პრაიმტაიმმა” დაუსვა კითხვა, რომლის პასუხად მან განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ვინ არის მინდია გორაძე.

ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეზეა შეყვარებული? - ყვავილების ზღვა და ბრილიანტის ბეჭედი საჩუქრად - როგორ აღნიშნა ნინიკო ნაცარაშვილმა დაბადების დღე


ორი დღის წინ ნინიკოს დაბადების დღე ჰქონდა. 22 წლის იუბილე უმშვენიერესმა გოგონამ, დაქალებთან ერთად “პარაგრაფში” აღნიშნა.

სადღესასწაულო ვახშამზე დარბაზში მოულოდნელად მას სიურპრიზი მოუწყვეს და საზოგადოებისთვის უცნობმა თაყვანისმცემელმა წითელი ვარდების ზღვა გაუგზავნა.



ნინიკომ ვიდეო სთორიში გამოაქვეყნა, ყვავილების გარდა, მას ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ მას საყვარელმა მამაკაცმა ხელი სთხოვა.

ვინ არის ლამაზმანის მომავალი საქმრო ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ აშკარაა გოგონას ისეთ სიურპრიზებს უწყობს, როგორიც კიმ კარდაშიანსაც კი შეშურდება.


"პრაიმამბები"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა