თეგებით ძიება

ანზორ მელია - სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა ნიკა სახლში არ ყოფილაო

სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა ნიკა სახლში არ ყოფილაო, - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ შვილზე და შვილიშვილზე საუბრისას "ფორმულასთან" განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია პოლიტპატიმარია, ის დამნაშავე არ არის.

"ნიკა მელიას მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. პრემიერმინისტრი ჯერ დანიშნული არ იყო და ნიკას რა სიტყვებით მოიხსენიებდა. როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანს ტერორისტი უწოდო. დაამტკიცოს ღარიბაშვილმა, თორემ ჩვენ ახლო მომავალში მას თვითონ დავუმტკიცებთ, რა კორუმპირებულია.

ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს.

ერთადერთი, რასაც განვიცდი - სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ ამ ბავშვმა რაღაც იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს". - ამბობს ანზორ მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა