რას იყენებდნენ ძველად სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად?
ახალგაზრდობის გასახანგრძლივებელ საშუალებებს უძველესი დროიდან ეძებენ. ფართო მნიშვნელობით, ასეთია ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ ანდროგენებს მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. ჯერ კიდევ პლინიუსი უწერდა თავის პაციენტებს ცხოველთა ტესტიკულებს (სათესლე ჯირკვლებს) სექსუალური ძალის მოსამატებლად. ეს მეთოდი ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც პოპულარულია, ხოლო ესპანეთში ხარის ტესტიკულა დელიკატესად ითვლება. ტესტოსტერონიც პირველად ხარის სათესლე ჯირკვლებიდან იქნა გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ სასქესო ჰორმონები უმთავრესად სათესლე ჯირკვლებში სინთეზირდება, რამდენიმე ასეული მილიგრამის მისაღებად საჭიროა რამდენიმე ტონა სათესლე ჯირკვალი. ამდენად, ცხოველის ტესტიკულის გამოყენებას ტესტოსტერონის დეფიციტის შესავსებად აზრი არ აქვს.
mkurnali.ge