თეგებით ძიება

მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ, რომ ამ 3 შეკითხვას სწორად უპასუხონ

ის ფაქტი, თუ როგორ პასუხობს ადამიანი ყველაზე პირდაპირ შეკითხვებს, ბევრს ამბობს მათ შესახებ და იმაზე, თუ რა ხდება მათ თავში. ეს შეკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ფსიქოლოგის მიერ არის შექმნილი. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, გენიოსია ადამიანი თუ მას პროფესიონალის დახმარება სჭირდება – თუ ორივე.

ჩვენ დღეს გთავაზობთ სამ საკვანძო შეკითხვას, რომელიც გამოავლენს თქვენი გონების მუშაობის სტილს. გაარკვიეთ ვინ ხართ – მედ ჰატერი თუ სალვადორ დალი. პასუხები იხილეთ თითოეული კითხვის ბოლოს.

1. რა საერთო აქვთ ჩაიდანს და გემს?

მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ, რომ ამ 3 შეკითხვას სწორად უპასუხონ


2. რა საერთო აქვთ სარბოლო მანქანას და ტორნადოს?




3. რა საერთო აქვთ ფეხსაცმელს და ფანქარს?




პასუხები:

1. ორთქლი.

2. ისინი წრიულად მოძრაობენ.

3. გამოყენების დროს ორივე მათგანი ტოვებს კვალს.

ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი: ვინ ხარ შენ?

თუ ამ შეკითხვებს პასუხი ვერ გაეცი, არ იდარდო, თქვენი გონება აბსოლუტურად ჯანმრთელია. მაგრამ თუ ეს შეკითხვები ძალიან გემარტივათ, შესაძლოა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები გქონდეთ.

ეს ტესტი ცნობილია, როგორც ,,კონტრპოზიციის მეთოდი,” რომელიც ადამიანის ცნობიერებას ავლენს. თუ სტანდარტული გონების მქონე ადამიანს დაუსვამენ კითხვას: ,,რა საერთო აქვთ ყორანს და მერხს?”, ისინი ალბათ უპასუხებენ: ,,არაფერი”. ისინი სწორებიც იქნებიან გარკვეულწილად. ზოგადად ამ ორ რაღაცას ერთმანეთს არ ადარებენ ხოლმე. თუმცა, მაგალითად, შიზოფრენიის მქონე ადამიანი დაუყოვნებლივ დაიწყებს ამ ორ საგანს შორის საერთოს ძიებას. შესაძლოა მათ თქვან, რომ მერხზე ადამიანები წერენ, ყორანს კი ბუმბულები აქვს, რასაც საწერად იყენებენ ხოლმე.

მაგრამ როგორ ვანსხვავებთ შიზოფრენიის მქონე ადამიანს გენიოსისგან? განსხვავება ისაა, რომ გენიოსს ამისთვის კონცენტრაცია, დაფიქრება, დაკვირვება, გააანალიზება და დრო სჭირდება, რათა შესაბამისი პასუხი მოიფიქროს. შიზოფრენიის მქონე ადამიანი კი ხშირად მყისიერად გაგცემთ პასუხს მსგავსი ტიპის კითხვაზე.
genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა