რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გვაბედნიერებს ფიზიკური აქტივობა
ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა იწვევს განწყობის გაუმჯობესებას, სტრესის დათრგუნვას, ხალისის მომატებას, თავდაჯერებულობის გაზრდას... ადამიანი უბრალოდ ხვდება, რომ თანდათან ხდება ბედნიერი!
უამრავი სწავლება აჩვენებს, რომ რეგურალური ვარჯიში ამცირებს სტრესისა და დეპრესიის დონეს, აუმჯობესებს განწყობას, ძილის ხარისხს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანს მეტ თავდაჯერებულობას მატებს.
როგორც პერსონალური ფიტნეს ინსტრუქტორი თამო დავითაშვილი გვამცნობს, საქმე ტვინის ქიმიაშია!
ფიზიკური აქტივობისას ითრგუნება სტრესის ჰორმონი კორტიზოლი და აქტიურდება ისეთი ნეირო-მედიატორები და ნივთიერებები, როგორიცაა დოფამინი, ენდორფინი, სეროტონინი, ოქსიტოცინი... ე.წ. ბედნიერების ჰორმონები.
დოფამინის დონე პირდაპირ კავშირშია ადამიანის განწყობასთან. ის ერთგვარი მოლოდინია რაღაც კარგის და სასიამოვნო მოვლენის. ვარჯიშის დასაწყისში დოფამინი გავძლევს მოტივაციას და მოლოდინს კარგი შედეგის. ორგანიზმი მიდმივად ცდილობს დოფამინის დოზის გაზრდას და კომპენსაციას რამე სასიამოვნო ქმედებით. ვარჯიშით ეს რომ მიიღწევა, ადამიანს ქვეცნობიერად ეკარგება სურვილი შოკოლადებით, ნაყინებით ან მსგავსი ჩვევებით ეცადოს დოფამინის დონის აწევას, რადგან უკვე ნაპოვნია დოფამინის დიდი დოზის წყარო- ვარჯიში.
ენდორფინი არის მორფინი, რომელსაც ტვინი გამოიმუშავებს იმისთვის, რომ ადამიანმა რთულ სიტუაციებთან გამკლავება მოახერხოს. ამიტომ,
ენდორფინის გამოტყორცნა ხდება ინტენსიური ვარჯიშისას და პულსის გახშირებისას. ორგანიზმი კუნთის ტკივილის და სტრესული დატვირთვის საპასუხოდ გამოიმუშავებს დიდი რაოდენიბით ენდორფინს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ამცირებს ტკივილს და ზრდის ბედნიერების და ეიფორიის შეგრძნებას.
ენდორფინის დამსახურებით, ადამიანი ეჩვევა ვარჯიშს, უჩნდება სურვილი უფრᲝ გააუმჯობესოს შედეგი, აჯობოს საკუთარ თავს და კვლავაც მიიღოს ჯილდოდ ენდორფინის უფრო მეტი დოზა, როგორც ბონუსი.
სეროტონინის გამოყოფა პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ აქტივობასთან. მამოძრავებელი ნეირო იმპულსების დამსახურებით, კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვისას გამოიმუშავებს ორგანიზმი სეროტონინს, რომელიც გვაძლევს კმაყოფილების, კომფორტის, აღმატებულების შეგრძნებას და გვიმაღლებს განწყობას. სეროტონინის დონის დაქვეითება კი უმოძრაობას, დეპრესიას, უგუნებობას იწვევს. ამიტომაცაა, სეროტონინის დონის ასამაღლებლად პირდაპირი დანიშნულებაა - ვარჯიში.
ოქსიტოცინი პასუხისმგებელია კარგ განწყობაზე, მხიარულ, ლაღ ურთიერთობებზე, კომუნიკაციაზე, ადამიანს უფრო მეგობრულს და მოსაბრეს ხდის. ის გუნდური სპორტის სახეობებში და ჯგუფირი ვარჯიშისას უფრო აქტიურდება. ოქსიტოცინი ცუდ განწყობას აქარწყლებს, გვამშვიდებს, გვაბედნიერებს და შინაგანი კომფორტის შეგრძნებას გვაძლევს!
რეგურალურ ვარჯიშს პოზიტიური გავლენის მოხდება შეუძლია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აადვილებს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს ინფაქტისა და ინსულტის რისკს.
ივარჯიშეთ და იყავით ბედნიერები, ლამაზები, ჯანმრთელები და თავდაჯერებულები!