თეგებით ძიება

„უიღბლო“ და „ეშმაკისეული“ რიცხვები ნუმეროლოგიაში - რომელ დღეს უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად?

ნუმეროლოგია რიცხვების უძველესი მეცნიერებაა. ის გვიამბობს თუ როგორ მოქმედებენ ჩვენს ბედზე ესა თუ ის რიცხვი, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გვდევს.

ნუმეროლოგიის საფუძვლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში, პითაგორამ შეიმუშავა. თანამედროვე ნუმეროლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მრავალნიშნა რიცხვების ერთნიშნა რიცხვებამდე დაყვანა.

ანუ თქვენი, პირადი რიცხვის დასადგენად დაბადების თარიღში შემავალი რიცხვები უნდა შეკრიბოთ და მიღებული ორნიშნა რიცხვი შეკრებით ერთნიშნა რიცხვამდე დაიყვანოთ 1-დან 9-მდე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელ რიცხვებს მოაქვთ წარმატებასა და კეთილდღეობა და რომელს უბედურება.

პითაგორას ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ უარყოფითი თვისებები შეიძლება ჰქონდეთ ორნიშნა რიცხვებს, რომლებიც მხოლოდ ერთზე იყოფიან. ასეთი რიცხვებია მაგალითად, 11, 13, 17, 19, 23.

რიცხვი 13 - ამ რიცხვს განსაკუთრებით უარყოფითი დატვირთვა აქვს, რადგან ქაოსის და არეულობის სიმბოლოა. ამ რიცხვის ბევრ ადამიანს ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვის მეცამეტე დღე პარასკევს ემთხვევა და ეს ცრურწმენა არ არის, რიცხვი ნამდვილად უარყოფითია. რიცხვი 13 რელიგიასაც უარყოფითი შინაარსის მატარებლად მიაჩნია. გავიხსენოთ, რომ საიდუმლო სერობაზე 13 ადამიანი იმყოფებოდა და სწორედ მეცამეტე იყო მოღალატე იუდა. ამ რიცხვის უარყოფითი ძალის კოსმოსურ სააგენტოებსაც კი სჯერათ. ამის მიზეზი კოსმოსური ხომალდი „აპოლო 13“ -ის მარცხია, რომელიც მხოლოდ ერთხელ და უკანასკნელად აფრინდა.

რიცხვი 26 - 2001 წლის 26 იანვარს თვითმფრინავი TU154, რომელიც კემეროვოდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, იძულებული გახდა ნოვოსიბირსკში დაშვებულიყო. მხოლოდ მფრინავების ოსტატობამ შეძლო მგზავრების გადარჩენა უკიდურესად მტკივნეული სიკვდილისგან. იმავე დღეს შავ ზღვაში უკრაინული გემი "Memory of Mercury" ჩაიძირა, ხოლო ახალი ზელანდიაში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. 2001 წლის 26 იანვარს სევასტოპოლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სახლი აფეთქდა და ადამიანები დაიღუპნენ. ამ დღეს კიდევ ერთი საშინელი კატასტროფა უკავშირდება - მიწისძვრა ინდოეთსა და პაკისტანში, რომლის დროსაც ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

რიცხვი 23 - უცნაურია, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკეული რიცხვი სამი ექვსიანი კი არა, ოცდასამია. მას, ისევე როგორც 13, უამრავი ტრაგედია უკავშირდება. იულიუს კეისარს დანით 23 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. რომი 467 წლის 23 აგვისტოს დაეცა. 01/23/1556 წელს ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. 1618 წლის 23 მაისს ცამეტწლიანი ომი დაიწყო. 23/11/1962 წელს საფრანგეთში უნგრული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად ოცი ადამიანი დაიღუპა. ორი წლის შემდეგ, 23 ნოემბერს რომში, თვითმფრინავი ასფალტის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ორმოცდაათი ადამიანი დაიღუპა. 23.06.1985 ყველაზე დიდი საჰაერო ტერორისტული აქტი მოხდა - სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე ტერორისტებმა ააფეთქეს ბომბი, რასაც სამასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რიცხვი 11 - ყველას ახსოვს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი - 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკის ტყუპი ცათამბჯენის დაცემა, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა. ნუმეროლოგებმა გაარკვიეს, რომ ტრაგედიაში ერთზე მეტი 11 მონაწილეობდა. ნიუ-იორკის სახელი 11 ასოსგან შედგება (New York City). ტერორისტის სახელში, რომელმაც შეტევა დაგეგმა, ასევე 11 ასოა. ნიუ-იორკი მე -11 შტატია პირველ თვითმფრინავს, რომელიც კოშკს შეეჯახა, 92 მგზავრი ჰყავდა: 9 + 2 = 11. მეორეს - 65 ანუ 6 + 5 = 11. თერთმეტი სექტემბერი წლის 254-ე დღეა: 2 + 5 + 4 = 11.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა