თეგებით ძიება

რა გავაკეთოთ, რომ ფეხსაცმელმა ყინულზე არ ისრიალოს?

თოვლიანი და მოყინული გზების გამო, ზამთარში ტრამვატოლოგიურ განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. დაცემისგან არავინ არ არის დაცული და შედეგები შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო იყოს.

თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი სრიალებს, უმჯობესია გამოსავლის პოვნაზე იფიქროთ. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ განსაკუთრებით საშიშ ადგილებს გვერდი აუაროთ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ფეხსაცმლს ყინულის ბილიკებზე სიარულისთვის მომაზადებთ. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთება საკმაოდ სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეიძლება.

ზუმფარა (შკურკა)
ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდი ძალიან კარგ შედეგს იძლევა და შეუძლია 2-3 დღის განმავლობაში ცხოვრება გაგიმარტივოთ. უბრალოდ გახეხეთ ფეხსაცმლის ძირი ზუმფარით და თამამად გადით სახლიდან. რა თქმა უნდა, ყინულზე მალაყების კეთება არ ღირს, მაგრამ ფეხსაცმლის ძირის მოჭიდების ძალა ბევრად უკეთესი იქნება.

ლეიკოპლასტი
ეს მეთოდი გამოგადგებათ, თუ გზა მოულოდნელად მოიყინა და სამსახურიდან სახლამდე უსაფრთხოდ მისვლას ვერ ახერხებთ. უახლოეს აფთიაქში იყიდეთ ხარისხიანი ლეიკოპლასტი, დაჭერით პატარა ზოლებად და ფეხსაცმლის ძირზე დააწებეთ. თითო ფეხსაცმელზე ორი ან სამი ზოლი საკმარისია იმისთვის, რომ სახლში წასვლა გადარჩენისთვის ბრძოლას არ დაემსგავსოს.

თექა
ყველამ იცის, რომ თექის ჩექმები ყინულზე სხვა ფეხსაცმელზე ნაკლებად სრიალებს. ისარგებლეთ ამ ცოდნით. რა თქმა უნდა, ქალაქში თექის ჩექმებით სიარული მოუხერხებელია, მაგრამ შეიძლება თექა მხოლოდ ფეხსაცმლის ძირზე ამოაკრათ. იყიდეთ თექა, დაჭერით პატარა ზოლებად და ფეხსაცმლის ქუსლზე და ძირზე დააწებეთ. ახლა თამამად თქვენ შეგიძლიათ მოლიპულ ქუჩების დასაპყრობად წახვიდეთ.

განსაკუთრებულად ექსტრემალურ ვითარებაში, როცა არც თექა, არც ზუმფარა და არც ლეიკოპლასტი ხელმისაწვდომი არაა, შეგიძლიათ მოყინულ ქუჩაში გასვლის წინ ფახსაცმელზე წინდები ამოიცვათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა