თეგებით ძიება

ტექსტური შეტყობინების ხელოვნება და 9 „ოქროს წესი“

ტელეფონს შეუძლია თქვენი ცხოვრება გაამარტივოს და საშუალება მოგცეთ ახლობელ ადამიანებთან ნებისმიერ დროს და ადგილას კავშირი დაამყაროთ. თუ საყვარელ ადამიანთან დისტანციური ურთიერთობა გაქვთ, ტექსტური შეტყობინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა გარკვეული წესები უნდა დაიცვათ, რომ ადამიანი არ დააფრთხოთ.

1. მოერიდეთ მოკლე შეტყობინებებს
თავს როგორ გრძნობთ, როდესაც ადამიანისთვის რამის დაწვრილებით აღსაწერად დიდ დროს ხარჯავთ, ხოლო საპასუხოდ მოკლე "ok" იღებთ? ალბათ ცოტა იმედგაცრუებული ხართ და ცოტათი თავს გაღიზიანებულად გრძნობთ. მოერიდეთ ამის გაკეთებას, რადგან მოკლე შეტყობინება შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ასეთი დიალოგი მოგბეზრდათ.

2. დაელოდეთ პასუხს
თუ სწრაფად არ გიპასუხეს, ბრაზდებით? ალბათ შემდეგ შეტყობინებას აგზავნით, რომ დუმილის მიზეზი გაარკვიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან მომაბეზრებლად გამოიყურება. ეცადეთ მეტი მოთმინება და გაგება გამოიჩინოთ. მიეცით ადამიანს მეტი დრო, რადგან შეიძლება უცებ საქმე გამოუჩნდა. თუ მისთვის საინტერესო ხართ, აუცილებლად გიპასუხებთ, თქვენ ამის გაკეთება არ უნდა აიძულოთ.

3. არავითარი „მთვრალი" შეტყობინებები
მხიარულ წვეულებაზე რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ, შეიძლება ვინმესთან დალაპარაკება და გულის გადაშლა მოგინდეთ, მაგრამ ასეთ დროს გაგზავნილი შეტყობინებები როგორც წესი, სულელურად და გამაღიზიანებლად გამოიყურება. მთვრალ ადამიანებს ხშირად ტაქტი ღალატობთ და მათი შეტყობინებები მტკივნეულად გულახდილი ან უბრალოდ უხეშია. მოგვიანებით, ალბათ ამ შეტყობინებების გაგზავნას ინანებთ, ამიტომ ჯობს საერთოდ არ გააგზავნოთ.

4. პოზიტიური შინაარსი
არავის მოსწონს ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ და თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ. თუ არ გსურთ, რომ თანამოსაუბრე სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოთ, შეწყვიტეთ წუწუნი. შეიძლება მასაც უჭირს და თქვენი სამწუხარო გზავნილები არ არის ის, რისი დანახვაც სურს. ამის ნაცვლად, ეცადეთ მხარდაჭერა და პოზიტივი გამოხატოთ, რომ ადამიანის განწყობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. ეცადეთ, რომ თქვენი შეტყობინებები მხიარული და ოპტიმისტური იყოს.

5. შეგიძლიათ პირველმა მიწეროთ
ამაში ცუდი არაფერია. თუ საყვარელი ადამიანი ან პარტნიორი რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ, შეგიძლიათ დაურეკოთ ან მისწეროთ და ჰკითხოთ, თავს როგორ გრძნობს. თუ შეშფოთების მიზეზი გაქვთ, უმჯობესია აჩვენოთ ადამიანს, რომ მასზე ზრუნავთ და მისი არსებობა გახსოვთ.

6. არ გამოიყენოთ პასუხები "დიახ" ან "არა"
როგორ შეიძლება ურთიერთობაში რაიმე პროგრესის მოლოდინი გქონდეს, როდესაც ადამიანს მოსაწყენი „დიახ” ან „არა” პასუხობ? ასე თუ გააგრძელეთ, თქვენთან ურთიერთობა მოსაწყენი გახდება. ეცადეთ უფრო დეტალურად და გასაგები ფორმით დაწეროთ. ეს თანამოსაუბრეს შესაძლებლობას მისცემს, რომ გიპასუხოთ და საუბარს უფრო ცოცხალს გახდის.

7. სერიოზული პრობლემებს შეტყობინებით ვერ გადაჭრით
თუ სერიოზული პრობლემა წარმოიშვა, უმჯობესია პირადად შეხვდეთ - ასე უფრო ადვილია ისეთ რთულ საკითხებთან გამკლავება, როგორიცაა დაფარული სიმართლე, პოტენციური ღალატი ან რთული გადაწყვეტილება. ეს ასევე მოგცემთ საშუალებას დააკვირდეთ მნიშვნელოვან არავერბალურ ნიშნებს. შეტყობინებები ვერ გადაჭრის თქვენს პრობლემებს და შეიძლება კიდევ უთანხმოება და გაუგებრობა უფრო გააღრმავოს!

8. პატივი ეცით სხვის დროსა და პირად სივრცეს
საჭირო არ არის ადამიანი დილიდან შეტყობინებებით „დაბომბო“. აუცილებელი არ არის იცოდეთ, რა მიირთვა საუზმეზე ან რა უნდა ჩაიცვათ სამუშაოდ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. მიეცით მას მეტი თავისუფლება და პირადი სივრცე. ყველას აქვს შესვენების ან უბრალოდ მარტო ყოფნის უფლება.

9. ნუ ჭორაობთ სხვებზე
ჭორაობა დიდი ცდუნებაა და მასზეა ბევრი ადამიანია დამოკიდებული. უმჯობესია ამ ცდუნებისგან თავი შეიკავოთ,რომ მომავალში უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა