26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ყურადღებით იყავით. საკმაოდ მშვიდი დღეა, მაგრამ წინა დღეების უარყოფითი მოვლენების უსიამოვნო ელფერი დაჰკრავს. თუ სამსახურში პრობლემების მოგვარება შეძელით, დაძაბულობა მოიკლებს და დღის მეორე ნახევარში შეძლებთ,რომ მთელი ყურადღება სახლს და ოჯახს დაუთმოთ.
კურო
ამ დღეს დიდია კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა, რის შედეგაც შეიძლება არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხანგრძლივი გავლენის ქვეშ მოექცეთ. გახსოვდეთ, რომ შინაგანი სიმტკიცე, თანმიმდევრულობა და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარი პირობაა.
ტყუპები
პროფესიული საქმიანობის სფეროში ხელსაყრელი ტენდენციები გრძელდება, რაც ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, რომ კარიერული კიბის უფრო მაღალ საფეხურზე აღმოჩნდეს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სასურველია მიმდინარე პრობლემები დროულად, გადადების გარეშე მოაგვაროთ.
კირჩხიბი
ზოგადად, წარმატებული დღეა, თუმცა პროფესიული ინტერესებისა და კარიერის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ და ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობის დრო აღარ დაგრჩეთ. გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევას და თავისუფალი მოქმედების წართმევას ცდილობს.
ლომი
პასიური დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოიტანს, ამიტომ ჯობია სხვა დღეს დაგეგმოთ. ფასიან ქაღალდებთან მუშაობის დროს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ემოციური მდგომარეობა შეიძლება არასტაბილური იყოს. იზრდება ადამიანების მიმართ უნდობლოდა და გაუცხოვება.
ქალწული
სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში თქვენს გარშემო ძლიერი კონკურენტები და არაკეთილმოსურნე ადამიანები გამოჩნდებიან. თქვენგან გონივრული და გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. ერიდეთ უსარგებლო საუბარს, კამათსა და დისკუსიას. იზრუნეთ თქვენი გონებისა და სხეულის გაძლიერებაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აიცილოთ.
სასწორი
თავი შეიკავეთ შოპინგისგან, რადგან შეიძლება ძალიან იმედგაცრეუებული დარჩეთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც ბევრი სასწორის პროფესიულ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია დარდი და აპათიური მდგომარეობა, ზოგადად, ცხოვრებით უკმაყოფილება. ოჯახში შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობა და წინააღმდეგობები.
მორიელი
ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ. განსაკუთრებით ისეთი საქმეების, რომლებიც , ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. მოსალოდნელია ყველანაირი სიურპრიზი, სასიამოვნოც და უსიამოვნოც. ნურაფრის შეგეშინდებათ, რადგან ადაპტაციის უნარის წყალობით, პრობლემების გადალახვას შეძლებთ. ოჯახის წევრების მხრიდან გამოვლენილი ურთიერთგაგება და სითბო თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ მაცდური შეთავაზებების მიღებისგან, პრობლემები, რომლებსაც ახლა ვერ უმკლავდებით უკეთეს დროებამდე გადადეთ. შეეცადეთ საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების პრობლემებზე გადაიტანოთ, ოჯახის წევრებისა და ბავშვების დახმარებაზე იზრუნოთ. ისინი თქვენს მონაწილეობას, დახმარებას და თანაგრძნობას ელიან.
თხის რქა
ამ დღის რთულ პროცესებში გარკვევა ბევრ თხის რქას გაუჭირდება. პრობლემების გადაჭრის ვარიანტების სიმრავლე დაგაბნევთ და ჩიხში შეგიყვანთ. ფრთხილად იყავით - შეცდომებისა და არასწორი გამოთვლების ალბათობა დიდია. თინეიჯერ შვილებთან ურთიერთობაში გაუგებრობის და გაუცხოვების რისკი დიდია.
მერწყული
წარმატებული დღეა, რომელიც შემოქმედებით ზრდას უკავშირდება. თქვენი წარმატება მთლიანად თქვენს გონიერებაზე და წინდახედულებაზეა დამოკიდებული. მატერიალური მდგომარეობის მიმართულებით ცვლილებები გელით. ნუ დაელოდებით უკეთეს დროს და ხელსაყრელ პირობებს. ეცადეთ შრომისუნარიანობის განვითარებაზე იმუშაოთ.
თევზები
ვარდისფერი სათვალეები და ოცნებები რეალობის დანახვაში ხელს გიშლით. გამორიცხული არ არის წარუმატებლობები ფინანსურ სფეროში, სერიოზული შეცდომები და არასწორი გათვლები. როგორც არასდროს, ისე ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარი ჯანმრთელობაზე ზრუნვასდა იმუნიტეტის ამაღლებას დაუთმეთ. სასურველია სუფთა ჰაერზე ვარჯიში და წყლის პროცედურები.