თეგებით ძიება

თმის მოვლის ხალხური მეთოდი - როგორ გავაჯანსაღოთ ზამთარში დასუსტებული თმა?

ცივ სეზონზე ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. დღეს გიამბობთ, რომელი შინაურული მკვებავი ნიღაბი დაგეხმარებათ გამომშრალი და გაყოფილი თმის ბოლოების საწინააღმდეგოდ.

თმის მკვებავი ნიღაბი
ეს თმის ნიღაბი სხვადასხვა ზეთისგან შედგება. ის თავის კანს და თმას უკეთ კვებავს, ვიდრე შეძენილი საშუალებები. ამასთან, ასეთი ნიღაბი 100% ნატურალურია – ყოველთვის იცით, თუ რას ისვამთ თავზე. აიღეთ აბუსალათინის, ზეითუნის და ქოქოსის ზეთი თანაბარი პროპორციით, შემდეგ რამდენიმე წვეთი A და E ვიტამინი დაამატეთ.

შერეული ზეთები წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ. ასე თმაზე ადვილად გადაინაწილებთ. ნიღაბი ჯერ ძირებში წაისვით, რადგან გამოკვება მნიშვნელოვანია. მცირე ნაწილი წვერებზე დაიტოვეთ. ეფექტის გასაძლიერებლად თმა პარკით შეიხვიეთ ან საშხაპე ქუდი დაიხურეთ. ნიღაბი დაახლოებით 30-60 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თავი შამპუნით ჩამოიბანეთ (მე 2–ჯერ ვისვამ).

აღსანიშნავია, რომ ასეთი ნიღაბი ხშირად არ უნდა გაიკეთოთ. 2 კვირაში ერთხელ საკმარისია. ზეთების ხშირი გამოყენება ფორებს ავსებს და თმას აცხიმიანებს. რეკომენდებულია, ამ ნიღაბს ეთერზეთიც დაუმატოთ. ამისათვის ლავანდის და ლიმონის ეთერზეთიც კარგია. ისინი ცხიმის და ქერტლის მოშორებაში მეხმარებიან.

გამოყენებული ზეთები
ამ ნარევში შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და სხვადასხვა ზეთები და პროპორციები გამოიყენოთ. მაგალითად, ქოქოსის ნაცვლად გამოიყენეთ ქაცვის ზეთი, რომელიც თმას შესანიშნავად ატენიანებს და ჯანსაღ ბზინვარებას უბრუნებს. ბირკავას ზეთი თავის კანზე ჯადოსნური მოქმედებით ცნობილია, განსაკუთრებით თმის ცვენის დროს. ზეთი ვიტამინების და სასარგებლო მჟავების წყაროა.

ასეთი ზეთოვანი ნიღბების გამოყენებიდან რამდენიმე თვეში თმა უფრო ბზინვარე და გაჯერებული გახდება, სწრაფად აღარ იყოფა.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ კვერცხის ნიღაბი A და E ვიტამინებით.

თმის მკვებავი ნიღაბი იდეალური თერაპიაა ზამთრის ცივ სეზონზე. გირჩევთ, სცადოთ. ერთადერთი, მოთმინება მოიკრიფეთ. შედეგს უკვე პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ. რამდენიმე თვიანი გამოყენების შემდეგ კი შედეგი უფრო თვალშისაცემი გახდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა