თეგებით ძიება

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ინფორმაციას ჟურნალისტის მეუღლე, თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვახოს დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისმართეს", - წერს თამუნა ყურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა