თეგებით ძიება

როგორ აღმოჩნდა სესილია თაყაიშვილი “Pink Floyd”-ის კლიპში? (ვიდეო)

ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, “Pink Floyd”-ის კლიპში, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე  “Money” (ალბომიდან The Dark Side Of The Moon”), ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის ფოტოს აღმოაჩენთ. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ჟურნალ “სავეტსკოე კინოდან” ამოჭრილი ფოტო კლიპში. თუმცა, ყველა ვერსია ჯგუფის ერთ-ერთ დამაარსებელს, რობერტ უოტერს უკავშირდება.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, მათ შორის იყო სესილია თაყაიშვილიც. სამწუხაროდ, სიაში იგი მოხსენიებული იყო, როგორც რუსი და არა ქართველი მსახიობი. სწორედ ამ ასეულში შეუნიშნავს სესილიას მეტყველი სახე უოტერ, ძალიან მოსწონებია და გადაუწყვეტია, კლიპში გამოეყენებინა.

“ფლოიდელ” დევიდ გილმორთან დაახლოვებული პირის ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს თენგიზ აბულაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია. ფილმის ნახვის შემდეგ, ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავიც, – 1980 წელს “პინკ ფლოიდი” საკონცერტოდ ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. “კრემლმა” გადაწყვიტა ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა