თეგებით ძიება

აჭარის ტელევიზიის მიერ გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა სააპელაციოში სასამართლო დავა მოიგო

აჭარის ტელევიზიის მიერ გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა, თეონა ბაკურიძემ სააპელაციოში სასამართლო დავა მოიგო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ სასამართლომ ბათულად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის, ჟურნალისტის ეთერიდან მოხსნისა და გათავისუფლების შესახებ, ბრძანებები ცნო. 

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები - ჩემი ეთერიდან მოხსნის და გათავისუფლების შესახებ. (არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც. სააპელაციოში კოლეგიის თავმჯდომარე იყო  მალხაზ ჩუბინიძე, მოსამართლეები - ირმა პერანიძე და ინდირა მაშანეიშვილი) 

სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს - 4 წელი.  სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან. 

ჩემს ადვოკატს Ann Berdzenishviliს ვულოცავ, ჩემს კოლეგებს ვულოცავ.  ჩვენ მაშინაც ვიცოდით რომ ოცნების ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.  შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით. 

პ.ს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი - რაზეც დავას გავაგრძელებთ. მაუწყებელს დააკისრა კომპენსაცია (6 თვის ხელფასის სახით) სავარაუდოდ ვერაღდგენისთვის. მადლობა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო , რომელსაც ასეთი დახმარების გაწევისთვის, ამ სისტემის მხილებისთვის - აგენტად გამოცხადებას უპირებს ეს ხელისუფლება, - წერს ბაკურიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა