3 გზა, როგორ გაიუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება
თუ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თქვენი სექსუალური ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა, მაშინ გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. მსოფლიო პანდემიის, თვითიზოლაციისა და კარანტინის შემდეგ, ეს პრობლემა ძალიან ბევრ ქალს აწუხებს. სტრესი და შფოთვა, რომელიც ბოლო თვეების თანმდევი იყო, პირდაპირ ახდენს გავლენას ლიბიდოზე, ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდა.
სცადეთ მოუსმინოთ აუდიო ეროტიკას
სექსუალური სურვილების გამოღვიძება, ლიბიდოს ამაღლების საუკეთესო გზაა. აუდიო ეროტიკის მოსმენით, გონებას სექსუალური სურვილების გახსენებაში დაეხმარებით. ამგვარადაც შეძლებთ დაიბრუნოთ საკუთარი სექსუალურობის შეგრძნება და რაც მთავარია, თქვენი პარტნიორის სექსუალობა.
პორნოგრაფიისგან განსხვავებით, რომელიც სექსის ვიზუალურ მხარეზე აკეთებს აქცენტს, აუდიო ეროტიკა შეგრძნებების და ფანტაზიის საშუალებით აღვიძებს სექსუალურ სურვილებს. რაც საკუთარი სექსუალურობის შემეცნების საუკეთესო საშუალებაა.
დაგეგმეთ სექსი
რა თქმა უნდა, ეს ზოგჯერ მეტად არასექსუალურია, თუმცა არა მოცემულ რეალობაში. სექსის დაგეგმვა გონებას წინასწარ მოამზდებს კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც სექსუალურმა სურვილებმა უნდა გაიღვიძოს. შედეგად კი გონება უფრო მეტად მოემზადება დაგეგმილი სექსისთვის და სხეულიც, სექსუალურად მოემართება.
მასტურბაცია
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სექსუალური გამოცდილება სწორედ საკუთარი თავის შემეცნებით იწყება. მასტურბაცია და საკუთარი თავის აღმოჩენა უპირველესია, რაც სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და სიამოვნებაზე, რაც დაგეხმარებათ ხელახლა აღმოაჩინოთ სექსუალური სურვილები.
trend.ge