ეს საინტერესოა - რა უნდა გაითვალისწინოთ მობილურის ნომრის არჩევისას - რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ბედზე
ნუმეროლოგია რიცხვების უძველესი მეცნიერებაა. ის გვიამბობს თუ როგორ მოქმედებენ ჩვენს ბედზე ესა თუ ის რიცხვი, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გვდევს.
როდესაც თქვენი სახლის ტელეფონის, მობილურის, მანქანის ნომრისთვის იწყებთ რიცხვების შერჩევას, ალბათ არ აკვირდებით, რა გავლენას მოახდენს ისინი თქვენს მომავალზე. ბევრიც, ხშირად იცვლის მობილურის ნომერს. არადა, სწორედ თქვენი ტელეფონის ან მანქანის ნომერში არსებული ციფრები, შესაძლოა, რთული გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმაროთ. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ, რა ძალა გააჩნია თითოეულ ციფრს ასტროლოგიური კუთხით. მაგალითად:
0 – ნდობის სიმბოლოდ აღიქმება. ამ ციფრის მეშვეობით და კოსმიური ძალების დახმარებით შეგიძლიათ, თქვენი შანსები გააძლიეროთ. თუ ტელეფონის ან მანქანის ნომერზე ბევრი ნულია, ესე იგი, თქვენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აგიღიათ.
1 – ინტელექტის, შემოქმედების, ძლიერი ხასიათის, თავდაჯერებულობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. თუ ეს რიცხვი ჭარბობს თქვენს ნომერში, ესე იგი, თქვენ ენერგიული, შემოქმედი, თავდაჯერებული, პატივმოყვარე და ინტელექტუალი ადამიანი ბრძანდებით. ამ ციფრის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ვარსკვლავებისა და გარე სამყაროს კეთილგანწყობას.
2 – ეს რიცხვი ინტუიციური და რომანტიკული სიყვარულის ენერგიის მატარებელია. ის სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ გიბიძგებთ. ასევე, გეხმარებათ, დაძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობები და აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება.
3 – ეს რიცხვი მამრობითი საწყისის სიმბოლოდ არის მიჩნეული და, ასტროლოგიური კუთხით, ეწინააღმდეგება ნეგატიურ საწყისს. ეს რიცხვი აფხიზლებს დამცველ ძალებს და გამარჯვების მიღწევაში გეხმარებათ.
4 – ეს რიცხვი ხშირად გაგახსენებთ თქვენს პრობლემებს. ის, ჩვეულებრივი მოვლენის დამთავრებას ადასტურებს.
5 – ეს რიცხვი ადამიანს სიკეთისკენ უბიძგებს, ასწავლის ცხოვრებით ტკბობას. ასევე, გიბიძგებთ შემოქმედებისკენ.
6 – სიმშვიდის რიცხვია. გეხმარებათ, დაიფაროთ ირგვლივ მყოფი საზოგადოება. თუ ის ჭარბობს თქვენს ნომერში, მაშინ თავს კოსმოსის სრულუფლებიან ნაწილად იგრძნობთ, ადვილად გაართმევთ თავს წინაღობებს და ცხოვრებისეულ პრობლემებზე აზრსაც ადვილად გამოიტანთ.
7 – ეს ციფრი გვეხმარება ბუნების კანონების ადვილად შეცნობაში, სიყვარულში გარკვევასა და გარშემო მყოფთა ამოცნობაში.
8 – ეს ციფრი ასტროლოგიურად მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, მაშინ, ეცადეთ, ისეთი ნომერი შეიძინოთ, რომელშიც ეს ციფრი ჭარბობს.
9 – ერთგულებისა და მტკიცე ბუნების ციფრია. ის კარგია მათთვის, ვისაც ამ თვისებების გამომჟღავნების ერიდება.