თეგებით ძიება

მან იცნო ვახო და ამის შემდეგ წამოვიდა ეს აგრესია... - ვახო სანაიას მეუღლე თავდასხმის დეტალებზე

ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, როდესაც თავდამსხმელებმა ვახო სანაია იცნეს, აგრესია სწორედ ამას მოჰყვა.

„გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო ბრიგადისთვის 112-ში დაგვერეკა, მძღოლმა დარეკა 112-ში და ძალიან მალე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. მათაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ესე უკან მოწოლით რამენაირად ამოეყვანათ მანქანა პირველ აღმართზე.

რა თქმა უნდა ვახოც ეხმარებოდა მათ. ამ დროს შემოგარენში შევნიშნეთ სამი ადამიანი, შემდეგ მოგვიახლოვდნენ. მეც ჩამოვედი მანქანიდან, მეცნო ერთი ბიჭი და მითხრა თამუნა შენი წითელი მანქანით, რატომ არ ხარ. თავიდან პირბადეში და ქუდში ვერ მივხვდი ვინ იყო, შემდეგ ვიცანი, რომ ჩემი მეზობელი იყო.

რომ გადაწყდა, რომ მოწოლით ეს ამბავი არ მოგვარდებოდა, გადავწყვიტეთ მანქანის მობრუნება, პირველი აღმართი ამოვიარეთ ჩვეულებრივად… თავიდან კეთილგანწყობილები იყვნენ თითქოს, გამომელაპარაკა კიდეც... მერე რაღაც მომენტში, ამოვდიოდით მეორე აღმართზე, მე წინ ვიჯქი, ვახო ჩასული იყო. სავარაუდოდ ეს ბიჭი რაღაცას ეუბნებოდა ვახოს, მოყვებოდა მანქანას და სავარაუდოდ ვახოს რაღაცეებს ელაპარაკებოდა აგრესიულად.

ვახომ ნიღაბი რომ მოიხსნა, მან იცნო ვახო და ამის შემდეგ წამოვიდა ეს აგრესია....“, – ამბობს თამუნა ყურაშვილი

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა