სამედიცინო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობასაც კვალს ამჩნევს.
ამას გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტარული გავლენას. აქედან გამომდინარე, პლანეტები ხშირად მიგვანიშნებენ ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით რომელსაც ეს პლანეტა მართავს.
მაგალითად, ვერძი თავით იმართება, პლანეტა მარსი კი სასიცოცხლო ტონუსზეა პასუხისმგებელი, ამ ორის სინთეზი ხშირად მიანიშნებს თავის ტრამვაზე და ამ ტრამვის შედეგად გამოწვეულ გართულებებზე, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ენერგეტიკის კლებით იჩენს თავს.
თუმცა საიმისოდ, რომ ვრცელი და რაც მთავარია ზუსტი დიაგნოზი დავსვათ სამედიცინო ასტროლოგიის დახმარებით პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის კოსმოგრამაში არა მხოლოდ მარსის, კიდევ უამრავი პლანეტისა და ასპექტის ურთიერთკავშირიც უნდა განვიხილოთ.
ამასთან ერთად, აუცილებელია გადავამოწმოთ მე-6 (ჯანმრთელობა, სასიცოცხლო პოტენციალი) და მე-12 (ხშირად ავადმყოფობის სიგნიფიკატორი რუკაში) სახლებში კონკრეტული პლანეტების მდებარეობა და მათი ასპექტები ერთმანეთთან.
თუმცა ამგვარი დეტალური განხილვა, უკვე ინდივიდუალური ჰოროსკოპის შედგენისას უნდა მოხდეს, ამჯერად კი მოკლე დახასიათებას შემოგთავაზებთ, იმის შესახებ რომელი დაავადებისკენ არიან მიდრეკილი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება, ზოგადად ავად ყოფნის მიმართ.
ვერძი
ვერძი მიდრეკილია თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმებისა და ქალასშიდა წნევისკენ, ამიტომ ზამთარში სასურველია თბილი ქუდის, ხოლო ზაფხულში მზის ქუდის ტარება. შაკიკი როგორც წესი, იმპულსურ დადაუფიქრებელ მოქმედებას მოჰყვება. ვერძის დაავადებები მაღალი ტემპერატურით, მაგრამ სწრაფად მიმდინარეობს. ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუსა და კბილების მდგომარეობას. კარგი იქნება, თუ პირად სტომატოლოგს აიყვანთ. შეწყვიტეთ თხილის კბილით მტვრევა და ექსპერიმენტების ჩატარება იმის გასარკვევად, თხილი უფრო მაგარია თუ თქვენი კბილები.
კურო
გაუფრთხილდით სახმო სიმებს, ავარჯიშეთ და საჭიროების შემთხვევაში, ინჰალაცია ჩაიტარეთ. ასევე მნიშვნელოვანია ადენოიდებზე (ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი) ზრუნვა , წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ტონზილიტი, ბრონქიტი, ასთმა, ალერგიული რეაქციები და ტეტანუსიც კი. ყურადღება მიაქციეთ ფარისებრ ჯირკვალს - დროდადრო, მიიღეთ იოდის შემცველი საკვები. ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, ამიტომ მოსალოდნელია ჭარბის საკვები ცხიმად გარდაქმნა და ჭარბი წონის პრობლემები. ეცადეთ საღამოს 20:00 საათის შემდეგ საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ. მეტი იმოძრავოთ, ფეხით იაროთ და ივარჯიშოთ. სასურველია სიმძიმეების აწევა და წყლის პროცედურები.
ტყუპები
ნივთიერებათა ცვლა სწრაფია, მაგრამ სისხლის ჟანგბადის გაჯერება შეფერხებული, ეს კანზე გამონაყარს იწვევს. წვრილმანი, მაგრამ ხშირი სტრესი (ტყუპების ნიშანს ნერვული სისტემა აკონტროლებს). გირჩევთ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. ეს განსაკუთრებით, სიგარეტის მოწევას ეხება, რაც მრავალი ტყუპის პრობლემაა. ემოციების კონტროლი გიჭირთ. ამ შემთხვევაში მეტი ძილი და დასვენება. მიირთვით მხოლოდ ნატურალური პროდუქტები, სასურველია, ფოსფორით და კალციუმით მდიდარი საკვები (ძვლების გასამაგრებლად). კარგია, რომ კალციუმი ნერვული სისტემის აგზნებადობას ამცირებს. ვიღაც იტყვის, რომ ნერვული აშლილობა მხოლოდ მოწყენილობის შედეგია, რაც ნაწილობრივ სწორია. ტყუპებისთვის ერთფეროვნება მავნებელია, ამიტომ გირჩევთ მოწყენილობისგან გათავისუფლდეთ და გაერთოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბმა ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება სარძევე ჯირკვლებს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს უნდა მიაქციონ. გამორიცხული არ არის ლიმფური სისტემის პრობლემებიც (ენდოკრინოლოგიასთან დაკავშირებით), მაგრამ პრევენციული ზომებით და ექიმთან კონსულტაციით, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. გაითვალისწინეთ, რომ შიში და შფოთვა დაკავშირებულია წყლულოვან დაავადებთან და გასტრიტთან. იზრუნეთ კუჭსა და სხვა საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე - ისინი კიდევ გამოგადგებათ. იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და წვრილმანებზე ნუ იდარდებთ. ყველა პრობლემა გაქრება და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
გაგრძელება იქნება...