თეგებით ძიება

გახდება თუ არა COVID-19 სეზონული ვირუსი? - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

არის იმის ალბათობა, რომ კოორნავირუსი შეიძლება გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რადგან კოვიდი არ გამოდგა ის ინფექცია, რომელიც გაჩნდებოდა და სწრაფად მოხდებოდა მისი ლოკალიზება, როგორც ეს მოხდა მისი მონათესავე ვირუსების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, COVID-19-ს ისეთი ტენდენცია აქვს, ის ძალიან ადვილად გადაედება ადამიანიდან ადამიანს, გავრცელებულია მთელს მსოფლიოში.

„მისი მთლიანად აღმოფხვრა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება მაშინაც კი, თუ გვექნება ვაქცინა და ეფექტიანი სამკურნალო მედიკამენტები. რა იქნება, როგორია მოლოდინი, თუ ის გადაიქცევა სეზონუ ვირუსად? შორს რო არ წავიდეთ, მოვიყვან გრიპის ანალოგს: არ იქნება ასეთი დიდი პანდემია, არ იქნება წელიწადში 110 მილიონი ავადმყოფი და ორმილიონახევარი გარდაცვლილი, არამედ ცალკეულ ქვეყნებში ცალკეულ სეზონებზე იქნება შემთხვევების გარკვეუული რაოდენობა. მაგალითად, თუ საქართველოს წლის განმავლობაში ჰქონდა 270 000 შემთხვევა, არის მოლოდინი, რომ შემთვევათა რაოდენობა იყოს ერთი ან რამდენიმე ათასი და გარდაცვლილთა რაოდენობაც იყოს მინიმალური", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ვარაუდებია. „არის 2 ვარიანტი, რომ კორონა მთლიანად გაქრება და როგორც ინფექცია, ის დავიწყებას მიეცემა და მეორეა, რომ ის დარჩება სეზონურ ვირუსულ ინფექციად", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა