თეგებით ძიება

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მას საქმის მასალები გადაეცა, რომლის გაცნობის შემდეგაც უფრო დეტალურად ისაუბრებს.

დაკავებულების ვერსიით, დაპირისპირება გიგაურსა და სანაიას შორის მოხდა, ხოლო დანარჩენი ორი პირი მათ გაშველებას ცდილობდა.

„სახელაშვილს ბრალი მხოლოდ დევნის მუხლით, ხოლო საყევარიშვილს - ძალადობის მუხლით, იგივე დევნის ნაწილით. არ აღიარებენ ბრალს, ამ ფაქტს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა დავით ჩიხრაძემ.

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა