5 ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეჭვიანობის გრძნობა ერთხელ მაინც არ განუცდია. ის პატარა ბავშვმაც კი შეიძლება განიცადოს, თუ შეამჩნევს, რომ დედა ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
ადამიანი რაც უფრო იზრდება, ეჭვიანობა მით უფრო მეტ ადგილს იკავებს მის გულში. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თითქმის არასოდეს ეჭვიანობენ ან ცდილობენ ეს არავის დაანახონ. მათგან განსხვავებით, არსებობენ ისეთებიც ვისთვისაც ეჭვიანობა ნამდვილი მოთხოვნილებაა.
ახლა სწორედ მათზე გიამბობთ - ასტროლოგებმა ზოდიაქოს 5 ყველაზე ეჭვიანი ნიშანი დაასახელეს:
5. კურო
კურო, როგორც წესი, ძალიან მშვიდი და თავდაჯერებულია და თუ საყვარელ ადამიანზე ეჭვიანობა დაიწყო, ამის მიზეზი ნამდვილად აქვს. ასეთი ადამიანები ისტერიკების მოწყობას არ დაიწყებენ და მაშინვე არ მიახლიან პარტნიორებს ყველაფერს, რასაც მასზე ფიქრობენ. ამ დროს კურო საკუთარ თავში იკეტება და მოქმედების სტრატეგიას ადგენს. კუროსთვის პატიოსანი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მოღალატე მყისიერად პატიებას არ უნდა ელოდოს.
4. ტყუპები
ურთიერთობაში ტყუპები ყველაზე მეტად ვნებებს და დრამას აფასებენ. მათ ახალი და საინტერესო მოვლენების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ . ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ მეუღლის ეჭვიანობის სცენები მოუწყონ და შემდეგ ძალიან ინანონ. ამის მიუხედავად, ტყუპი ადვილად აპატიებს პარტნიორს, თუ ის ვარდების თაიგულით მივა და პატიებას ითხოვს.
3. კირჩხიბი
კირჩხიბებს მყიფე და რომანტიკული ხასიათი აქვთ. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან საყვარელი ადამიანის მიმართ და მტკივნეულად აღიქვამენ ეჭვიანობის ნებისმიერ მიზეზს. თუ პარტნიორი ღალატში გამოიჭირა, მისი ისედაც დაბალი თვითშეფასება კიდევ უფრო დაეცემა. კირჩხიბები პრობლემების მიზეს ყოველთვის საკუთარ თავში ეძებენ და განიცდიან.
2. ლომი
ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, უმიზეზო ეჭვიანობაზე დროს არ კარგავენ. მათ მტკიცებულება სჭირდებათ და თუ იპოვეს, დანდობას არ უნდა ელოდოთ. ლომები ძალიან ეგოისტები არიან იმისთვის, რომ საკუთარი სათამაშო ვინმეს გაუზიარონ. მათ საკუთარი თავის ფასი იციან და მოღალატესთან ურთიერთობაზე დროს არ დაკარგავენ, თუნდაც ის მთელი ცხოვრების სიყვარული იყოს.
1. მორიელი
პირველ ადგილზე მორიელია, რომელიც ნამდვილი მესაკუთრე გახლავთ. ის არ მოითმენს საყვარელი ადამიანის ღალატს, მაშინაც კი, თუ ეს ღალატი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყოს. მორიელები ნებისმიერ მოძრაობაში ან სიტყვაში დამალულ აზრს ეძებენ, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთან შეხვედრას დაიწყებთ.
და ბოლოს, როგორი გარემოებებიც არ უნდა არსებობდეს, გახსოვდეთ, რომ ეჭვიანობაში უფრო მეტი ეგოიზმია, ვიდრე სიყვარული.