27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღემ შეიძლება ეჭვები და იმედგაცრუება მოგიტანოთ. თუ საკუთარი პოზიციის და გადაწყვეტილებაში სისწორეში ან საყვარელი ადამიანის შეფასებაში ეჭვი გეპარებათ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ და მძიმე ფიქრებით თავს ნუ იტანჯავთ. ამჟამად ინტუიცია გამძაფრებული გაქვთ და სწორი გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდებათ.
კურო
ეს პერიოდი ხელსაყრელია სახლის კეთილმოწყობის, მსხვილი შესყიდვების, საბუთების გაფორმებისა და ურთიერთობებისთვის. ქორწინება, რომელიც ამ დღეს შედგება, ხანგრძლივი და მყარი იქნება. ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებს - დღეს მათ მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და მათ ჯანმრთელობას.
ტყუპები
ამ დღემ შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს. თქვენს გარემოცვაში შემოსული ახალი ადამიანები დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაგეხმარებიან. სასურველია, რომ დიდხანს არ იფიქროთ და ხელსაყრელ ბიზნეს წინადადებას ნებისმიერი პირობით დათანხმდეთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ამ დღეს წარმატება მხოლოდ თქვენზე მხოლოდ უმნიშვნელოდაა დამოკიდებული.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, მეგობრებისა ან ნათესავების პრობლემებში ჩარევა და დახმარება მოგიწევთ. ეცადეთ ძალიან მძიმე ტვირთს არ შეეჭიდოთ, რომლის ზიდვაც გაგიჭირდებათ. ძალა მოიკრიბეთ, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. ამ დღის მთავარი ამოცანა სიმშვიდის შენარჩინებაა - აკრძალულია ტირილი, გაბრაზება და წყენა. დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესუსტებულია, ამიტომ დიეტას და შიმშილობას უნდა ერიდოთ.
ლომი
დაძაბული შრომისა და გადაღლის გამო, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და დაბალანსებული დიეტა გჭირდებათ, რომელიც საკმარისი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს. ბუნებაში გასეირნება უარყოფითი პროცესების შეჩერებაში დაგეხმარებათ. ყველა გასაჭირის, დაბრკოლებისა და განსაცდელის მიუხედავად, ეცადეთ მებრძოლი სული შეინარჩუნოთ.
ქალწული
ეს დღე არახელსაყრელია საქმიანობის სფეროს გაფართოებისთვის, ვინაიდან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ. შესაძლებელია წინა დღეების მოვლენებმა სერიოზულად იმოქმედოს თქვენს ავტორიტეტზე და თვითშეფასებაზე. ნუ დაკარგავთ მხედველობიდან მათ, ვინც ადრე უანგაროდ დაგეხმარათ. ვალის დაბრუნების დროა.
სასწორი
ამ დღეს მოსალოდნელია სერიოზული ფინანსური პრობლემები, ზარალი და დანაკარგი. ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან არსებობს ავარიის საფრთხე. გირჩევთ ახლო ადამიანებს არ დაშორდეთ და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ამჟამად თქვენ მატერიალური და მორალური დახმარება გჭირდებათ.
მორიელი
რთული დღეა, რომელიც არახელსაყრელია ქორწინებისთვის, ჩასახვისთვის, უძრავი ქონების ყიდვის ან გაყიდვისთვის. მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. უარი თქვით აქტიურობაზე და მყისიერ შედეგებს ნუ ელით. ეცადეთ შუადღე სახლში გაატაროთ და მცირე ოჯახური დღესასწაული მოაწყოთ. ასე თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს მოსალოდნელია საინტერესო ბიზნეს წინადადება და საქმის წარმატებით დასრულება. წარმატების შესანარჩუნებლად ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი დაადგინოთ და შეუძლებელს არ შეეპოტინოთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იკლებს, ამიტომ სჯობს დღის მეორე ნახევარი დასვენებას დაუთმოთ.
თხის რქა
მოულოდნელმა ამბავმა შეიძლება თქვენს გეგმებში და ზოგადად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანოს. ნებისმიერი, ყველაზე მარტივი საქმეც კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ მოქმედებებს. დიდია დაზიანების და დაკარგვის ალბათობა. გადაამოწმეთ საკუთარი თავი ყველაფერში, თუნდაც წვრილმანებში.
მერწყული
ხელსაყრელია დღეა ახლის სწავლის, განვითარებისა და ნაცნობობისთვის. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ, ახალ იდეებს მოგაწვდიან და ახალ შესაძლებლობებს დაგანახებენ. მთელი დღის განმავლობაში აუხსნელი სიხარულის გრძნობა გახლავთ, მაგრამ ეცადეთ ეიფორიაში არ გადავარდეთ.
თევზები
პარტნიორებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობებში დიდი ცვლილებების დღე გელით. მათი მხრიდან აგრესიის ალბათობა დიდია. თქვენი მთავარი დამხმარე მხოლოდ დიპლომატიული უნარები გახდება. თუ ხვდებით, რომ ერთობლივი საქმიანობა თქვენს შეხედულებებს არ შეესაბამება, სასურველია ურთიერთობის გაწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაზე დამოკიდებული გახდებით.