თეგებით ძიება

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება?

ამერიკელმა პასტორმა დეივ უილისმა ერთ-ერთ გამოცემასთან საქორწინო ბეჭდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც პასტორს, ბევრ ქორწილში მიმიღია მონაწილეობა. ეს ჩემი საქმის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილია. მიყვარს, როცა ვხედავ როგორ ცდილობს საქმრო ცრემლების შეკავებას, როდესაც საკურთხევლისკენ მიმავალ პატარძალს ხედავს. მომწონს, როცა ემოციებით სავსე წყვილს ძლივს ესმის ჩემი სიტყვები, რადგან ერთმანეთის თვალებში იკარგებიან და სხვას ვერაფერს ხედავენ და ესმით. მე ყველაფერი მიყვარს, რაც ქორწილს უკავშირდება.

ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც საქორწინო ბეჭდებს გადმომცემენ. ბეჭდებს ბიბლიის თავზე ვდებ და ქორწინების მნიშვნელობაზე ვსაუბრობ. მერე ვუყურებ წყვილს, როგორი თრთოლვით უკეთებენ ერთმანეთს თითებზე ბეჭდებს, თითქოს გულში ამბობენ „ამას აღარასდროს მოვიხსნი!", მაგრამ მერე ყველაფერი ავიწყდებათ. მწყინს და მტკივა, რომ წყვილები საქორწინო ბეჭდის ტარებას გადაეჩვიენ. ზოგჯერ ეს გამოწვეულია ისეთი პრაქტიკული მიზეზებით, როგორიცაა კანის მდგომარეობა ან სამუშაო გარემო, რომელიც ძვირფასი სამკაულების ტარებისთვის შეუფერებელია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს უბრალოდ აღარ სურს მისი ტარება და იგონებს მიზეზებს, რომ ეს უმნიშვნელოა. სინამდვილეში ბეჭედს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ!

1. ატარებთ ბეჭედს თუ არა, ეს პირველია, რაც ხალხს თქვენთან შეხვედრისას თვალში ხვდება და ბეჭდის არსებობის ან არარსებობის საფუძველზე ასკვნის რამდენად ერთგული მეუღლე ხართ.

ჩემი ნაადრევად დაქვრივებული ბებია ღრმა სიბერემდე ვერ განიკურნა ტკივილისგან, რომელიც ბაბუამ ქორწინების პირველ წლებში, ღალატით მიაყენა. ბებიასთვის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმია ატარებს ის საქორწინო ბეჭედს თუ არა.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ბეჭედი ყოველდღიური შეხსენებაა, რომ თქვენი ყოველი გადაწყვეტილება პირდაპირ თუ ირიბად, თქვენს მეუღლეზე აისახება.

ბეჭედი სიმბოლოა, რომლისთვისაც მეუღლეებმა საკუთარ გულში და ყოველდღიურ გრაფიკში ადგილი უნდა გამონახონ.

იმ წუთიდან, როდესაც საკურთხეველზე დიახ - თქვით, თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტი თქვენს მეუღლეს უკავშირდება. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გრძნობთ, გგმავთ, მას უკავშირდება და მასზე გავლენას ახდენს შენს. ამიტომ ბეჭედი მარტივი შეხსენებაა, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება თუ უმოქმედობა თქვენს ქორწინებაზე აისახება.

თქვენი ბეჭედი მეუღლისადმი პატივისცემის სიმბოლოა. ქორწინებაში პატივისცემა მხოლოდ იმით არ იზომება, რას ვამბობთ. ხშირად, უხმო მოქმედებები ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ.

ქორწინებაში პატივისცემა მუდმივად უნდა გრძელდებოდეს, რადგან ქორწინება მუდმივი ურთიერთობაა, ბეჭედი კი პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა.

თუ თქვენი მეუღლე ბეჭდის ტარებას გთხოვთ და თქვენ მის თხოვნას მუდმივად უარყოფთ, მაშინ თქვენ მუდმივად უპატივცემულობას გამოხატავთ და მის გრძნობებს უგულებელყოფთ.

თქვენი ბეჭედი თავდაცვის პირველი ხაზია ღალატის წინააღმდეგ.

ბეჭედი ღალატისგან დაცვის გარანტია არ არის, მაგრამ ის ნამდვილად არის თავდაცვის პირველი ხაზი. ბეჭდის ტარება შეიცავს შეტყობინებას - „მე დაქორწინებული და მეუღლის ერთგული ვარ. ჩემი ქორწინება ჩემთვის მნიშვნელოვანია”.

თუ თქვენ ბეჭდის და საკუთარი ოჯახური მდგომარეობის დამალვას ცდილობთ, გამოდის, რომ საკუთარ ქორწინებას არ აფასებთ და ფიცის ერთგული არ ხართ, რაც ძალიან სამწუხაროა - ამბობს დეივ უილისი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა