შოკოლადის ფუნთუშები ნინო მსხვილიძისგან
შოკოლადის ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ცომის მომზადება:
500 მლ თბილ რძეში ჩავაყაროთ 1/3 მარილი, 10 გრ მშრალი საფუარი, 250 გრ შაქარი, 3 კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ, დავაყაროთ 1 კგ ფქვილი. ჯერ ცოტა დავაყაროთ, მოვზილოთ და დავამატოთ 180 გრ ოთახის ტემპერატურის დარბილებული კარაქი, ესეც მოვზილოთ და დავამატოთ დარჩენილი ფქვილი.
ცომი კარგად უნდა მოვზილოთ. უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი და ნაზი. ისე, რომ ხელზე არ მიგვეკრას. გადავაფაროთ თავზე, დავდგათ თბილ ადგილას და დავაყოვნოთ მინიმუმ 2 საათი. გაითვალისწინეთ, რადგან კარაქი აქვს ცომს, ძნელად ამოდის.
სანამ ცომი ამოვა მოვამზადოთ გულსართი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ:
80გრ რბილი კარაქი
50გრ შაქარი
150 გრ ფქვილი.
ეს ყველაფერი ხელით გავაფხვიეროთ.
ამოსული ცომი დავყოთ გუნდებათ (მე 100 გრ დავჭერი) გავაბრტყელოთ, დავაყაროთ გულსართი, დავადოთ ან ნუტელა ან მოხარშული შესქელებული რძე და გადავახვიოთ.
დავდოთ კალკა დაფენილ ჟარუნაზე, გადავაფაროთ და გავაჩეროთ 40 წთ.
ამასობაში ღუმელს ვაცხელებთ წინასწარ ორივე წვაზე.
ამოფუებულ ფუნთუშებს გადაუსვით რძეში გახსნილი კვერცხის გული, მოაყარეთ დარჩენილი გულსართი და შედგით ღუმელში ქვედა განყოფილებაზე.
თავიდან 200° დაიწყეთ ცხობა. კარგად რომ ამოვა და ოროსფერი გახდება, ტემპერატურას დაუწევთ 150°-მდე. აცხობთ 35 წთ.
გემრიელად მიირთვით