თეგებით ძიება

არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა?

ზუგ­დიდ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქ­როს ბირ­ჟის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა, 25 წლის ბად­რი თუთ­ბე­რი­ძეა.

შსს-ს ცნო­ბით, თუთ­ბე­რი­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ოქ­როს ბირ­ჟა­ზე შე­იჭ­რა და ერთ-ერთ გამ­ყიდ­ველს ოქ­როს ნივ­თე­ბი ია­რა­ღის მუ­ქა­რით გას­ტა­ცა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ სჯე­რათ.

"რა­ტომ მოკ­ლეს ბავ­შვი? არ იყო საშ­ვე­ლი, რომ არ მო­ეკ­ლათ? და­ე­ჭი­რათ მა­ინც. გვი­ჭირს ამის და­ჯე­რე­ბა, რომ ეს ჩა­ი­დი­ნა. არა­ფე­რი არ სჭირ­და სა­ი­მი­სოდ. ვი­ღა­ცამ უბიძ­გა ალ­ბათ, თო­რემ ეგ ამას არა­სო­დეს არ გა­ა­კე­თებ­და. ბავ­შვო­ბი­დან ჩვენს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და და არ გვჯე­რა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის" - ამ­ბო­ბენ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, 25 წლის ახალ­გაზ­რდამ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ი­წყეს ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა