თეგებით ძიება

კარტოფილის ოლადები ლორით

ინგრედიენტები:

დაფქული ბეგქონდარა - მწიკვი
კარტოფილი - 700 გ
ხახვი - 1 დიდი თავი
ლორი - 100 გ
შებოლილი ყველი - 100 გ
კვერცხი - 1 ც.
ფქვილი - 1 ს,კ.
ზეთი - 4 ს.კ.
წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში - 1 ს.კ.
მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

1. ხახვი წვრილად დაჭერით, ლორი და შებოლილი ყველი დაჭერით მცირე კუბიკებად. კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გადაიღეთ საცერზე და კოვზით გაწურეთ.

2. გადაურიეთ ერთმანეთში კარტოფილი, ფქვილი, კვერცხი, ხახვი, ლორი, ყველი, მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

3. ტაფაში გააცხელეთ 1 ს.კ. ზეთი. კოვზით დააწყეთ ტაფაზე ცომი და შეწვით 3-4 წუთი ყოველი მხრიდან ოქროსფერ ქერქამდე. დაამატეთ ზეთი და შეწვით დანარჩენი ოლადიები.

გემრიელად მიირთვით!

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა