თეგებით ძიება

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ექსტრავაგანტულობის მოყვარულები ყველაზე გაბედული იდეების განხორციელებას შეძლებენ. შესაძლოა, ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენენ. საყვარელ ადამიანთან ერთად სანთლის შუქზე რომანტიკული საღამო თქვენს ემოციურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კურო
მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი, საჩუქრები და დახმარება გელით. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ საპირისპირო სქესის ადამიანთან დაკავშირებული ყველაზე სანუკვარი ოცნება აისრულოთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩებიან. სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს, მთავარია სწორად ახსნათ.

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის და განახლებისთვის. ეცადეთ ენერგიის კონცენტრირება მოახდინოთ და სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მონახოთ. საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა, მდიდარი გრძნობები, პიროვნული მიმზიდველობა და სხვების მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობა მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.

კირჩხიბი
ამ დღის მოვლენებმა შეიძლება სამგზავროდ წასვლა გაიძულოთ. გირჩევთ მოგზაურობისთვის გულმოდგინედ მოემზადოთ და ყველა წვრილმანი წინასწარ გათვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. ეცადეთ ბავშვები უყურადღებოდ არ დატოვოთ და მათთან დაკავშირებული პრობლემები მშვიდად მიიღოთ.

ლომი
ამ დღის მოვლენებმა შეიძლება შფოთვა და საფრთხის მოლოდინი გაზარდოს. ძირითადი უსიამოვნებები ცხოვრების მატერიალურ მხარეს ეხება. მოსალოდნელია ქურდობა ან ყაჩაღობა. ყურადღება მიაქციეთ ყველაზე ფასეულ ნივთებს და ეცადეთ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. კარგი იქნება თუ სიფრთხილის დამატებით ზომებს მიმართავთ.

ქალწული
შეიძლება ამ დღეს ძველ ნაცნობს შეხვდეთ, რომელთანაც ადრე უსიამოვნო მოვლენები გაკავშირებდათ და ძველი ემოციები ხელახლა განიცადოთ. ეცადეთ წარსულის გამოცდილებიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ და საკუთარი შეცდომები სამომავლოდ გაითვალისწინოთ. გირჩევთ სასურველსა და საჭიროს შორის კომპრომისი მონახოთ.

სასწორი
ხელსაყრელი დღეა გეგმების და სურვილების ასრულებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. ამ ნიშნის მრავალ წარმომადგენლს დიდი ხნის ოცნება აუსრულდება. მეგობრები და თანამოაზრეები ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევენ. სასურველია ფსიქიკური და ფიზიკური ძალის კონცენტრაცია. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

მორიელი
არ არის გამორიცხული, რომ დღეს ერთდროულად ბევრი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. თქვენი შინაგანი სამყარო სრულყოფილებისა და ახალი იდეალების ძიებისკენ მიიწევს. ეცადეთ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანებისმიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ იყოთ. ერიდეთ სხვა ადამიანების განსჯას და მოთმინება გამოიჩინეთ მათ მიმართ, ვინც სრულყოფილებისგან შორს არის.

მშვილდოსანი
ამ დღეს მოსალოდნელია შემოქმედებითი აზროვნებისა და ფანტაზიის ზრდა. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, გამჭრიახი მშვილდოსანი სარგებელს მონახავს. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. მოსალოდნელია ყველაზე ინტიმური სურვილების ასრულება. მშვილდოსანი ქალის სექსუალური ენერგია გამოხატვას სასიყვარულო დრამაში მონახავს, რომელიც ცრემლებს და იმედგაცრუებას მოგიტანთ.

თხის რქა
ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. კვირა დღე თვითგანათლებას და ფასეულობათა სისტემის გადახედვას დაუთმეთ, სასურველია მარტო სეირნობა და ხანმოკლე მოგზაურობა. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ ეს დეფიციტი შეავსოთ.

მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი შეცვლა. თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ, ამიტომ უსარგებლო კამათში მონაწილეობის ნაცვლად, გირჩევთ სულიერ განვითარებაზე იზრუნოთ. ტაძარში წახვიდეთ ან ხელმოკლე ადამიანებს დაეხმაროთ. საკუთარიდან სხვის პრობოლემებზე ყურადღების გადატანა დაგამშვიდებთ და ენერგიით აგავსებთ.

თევზები
შეიძლება ეს დღე გაღიზიანებით და ჩხუბით დაიწყოს. თუ თავშეკავებულად იმოქმედებთ და ემოციებს გააკონტროლებთ, ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დატოვებს. რაღაც მომენტში შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დაკარგოთ და სამყარო ნაცრისფერი მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ვითარების შეცვლისა და პოზიციის გასამყარებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა