თეგებით ძიება

1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
თქვენი ერთგულება დადებითად აისახება საქმის საბოლოო შედეგებზე, რაც ოცნების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თქვენი პიროვნული მოხიბვლელობა იზრდება, რაც შეიძლება ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობის აღსადგენად გამოიყენოთ. ბევრ ვერძს შვილი ახალი მიღწევებითა და წარმატებებით გაახარებს.

კურო
სასიცოცხლო მარაგის შემცირება კეთილდღეობის გაუარესებისა და ყურადღების გაფანტვის მიზეზი გახდება. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. პოზიციის შენარჩუნებას მხოლოდ ახლობელი ადამიანების დახმარების წყალობით შეძლებთ. პირად ცხოვრებაში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება ბზარი გაჩნდეს.

ტყუპები
მოულოდნელობები გამუდმებით დაძაბულ მდგომარეობაში გამყოფებთ და მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. სავარაუდოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად საკუთარი პოზიციების განმტკიცების გზები მოძებნოთ და ამ საქმეში მაქსიმალური პრინციპულობა და სიზუსტე გამოავლინოთ. თქვენი შემდგომი საქმიანობა სწორედ რეაქციის სიჩქარეზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი
ეს დღე ბუნების ძალების გამოღვიძების, ენერგეტიკული პოტენციალის ზრდის სიმბოლოა და ხელსაყრელია სასამართლო დავების, საბუთების გაფორმების, კერძო ბიზნესის ორგანიზებისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველებისა და პარტნიორების დახმარება. მოზღვავებულმა ემოციებმა და გაღიზიანებამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ და ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი შეხედულებების ნებისმიერ ფასად დაცვა დაუშვებელია.

ლომი
საკუთარ თავზე ფოკუსირებამ შესიძლება ფულის უაზროდ ფლანგვამდე და თავის მოტყუებამდე მიგიყვანოთ. თქვენი გაუმართლებელი ეიფორია, რომელსაც ყველა არ იზიარებს, შეიძლება დღის მეორე ნახევარში დეპრესიული მდგომარეობით შეიცვალოს. წონასწორობის აღსადგენად, სასურველია, რომ ცოტა ხანი მარტოობაში გაატაროთ. მოსალოდნელია დანაკარგები, გაუგებრობები და უბედური შემთხვევები. ავტომობილის მძღოლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, სულის სიღრმეში საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, რამაც შეიძლება ნერვიულობა და მასთან დაკავშირებული დაავადებები გამოიწვიოს. ეცადეთ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და სიტუაცია შეიძლება თვისობრივად შეიცვალოს. თუ ვინმეს წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ, ბოდიში მოუხადეთ და მიუტევეთ ადამიანს, რომელმაც გაწყენინათ.

სასწორი
დღის დასაწყისი ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი იქნება. ბოლოს და ბოლოს წარუმატებლობის ეტაპი სრულდება. თუ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე ოცნებობდით, შეგიძლიათ ამ დღეს ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. ყველაზე სარისკო გადაწყვეტილებების მიღებაც ნუ შეგეშინდებათ. სასწორმა ქალებმა შეიძლება ცხოვრების სიყვარული იპოვონ.

მორიელი
ეცადეთ ძალების და ყურადღების კონცენტრირება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მოახდინოთ. ეცადეთ საკუთარი ფინანსები ყურადღებით აკონტროლოთ და ფული ეკონომიურად ხარჯოთ. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავების პრობლემების მოგვარებას თქვენი მორალური და მატერიალური დახმარება დასჭირდეს. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები.

მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნის პიროვნული ხიბლი და სექსუალური პოტენციალი გაიზრდება. სხვების გრძნობების ინტუიციური ხედვა და თქვენს მიმართ ადამიანებს კეთილად განაწყობს. ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, წიმააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს თავიდან ვერ აიცილებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება უსიამოვნო ამბავი შეიტყოთ, რაც მთელ დღის შთაბეჭდილებებს გააფერმკრთალებს.

თხის რქა
ფინანსური პრობლემები უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ, მაგრამ მთავარია შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. მოერიდეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რის გამოც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. დღის მეორე ნახევარი შესაძლებელია დაავადება, რომელსაც სერიოზული გართულებები მოჰყვება. ექიმთან დროული ვიზიტი მოსალოდნელ უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ.

მერწყული
თუ გონივრულად და თანმიმდევრულად იმოქმედებთ, ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. ერიდეთ ქაოსს და არასტაბილურობას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სასურველია, რომ სამედიცინო მასაჟითა და წყლის პროცედურებით ებრძოლოთ.

თევზები
ამ დღის უარყოფითი ტენდენციები გუნება-განწყობილების გაუარესებაში გამოიხატება. მშობლები შეძლება შვილების მკვეთრ წინააღმდეგობას შეეჯახონ. ვიღაც ძველ წყენას გაგიხსენებთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სიახლეების გამო სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ამ დღეს განმარტოვება სასურველია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა